პროფკავშირები „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანისა” და მისი პარტნიორი კომპანიების განცხადებას ავრცელებს, რომლითაც ირკვევა რომ კომპანიამ 11 მარტს მიმართა პროფკავშირებს და მასობრივი გათავისუფლების შესახებ აცნობა. განცხადებაში ასევე საუბარია, იმ ვალდებულებების შეუსრულებლობაზე, რომელიც პროფკავშირების ჩართულობით თანამშრომლებთან დადებული კოლექტიური ხელშეკრულებით იყო აღებული.
