მარია ზახაროვა – უკრაინაში სხვა სახელმწიფოების შეიარაღებული ძალების დანაყოფების განლაგება ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია

უკრაინაში სხვა სახელმწიფოების შეიარაღებული ძალების დანაყოფების განლაგება ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მ ბრიფინგზე განაცხადა.
„მსგავსი გეგმების გამოცხადებაც კი ღია პროვოკაციულ ნაბიჯად მიგვაჩნია, რომელიც მიმართულია არა კონფლიქტის მოგვარებისკენ, არამედ ს რეჟიმის სათავეში მყოფი პირებისთვის მავნე ილუზიების შენარჩუნებისკენ. ჩვენთვის, ში სხვა სახელმწიფოების შეიარაღებული ძალების დანაყოფების განლაგება ნებისმიერი დროშის ქვეშ, იქნება ეს უცხო კონტინგენტები, სამხედრო ბაზები, თუ სამშვიდობო ოპერაციები, რომლებიც შემოთავაზებულია მათ მიერ, აბსოლუტურად მიუღებელია. ეს ყველაფერი ამ ქვეყნების ჩვენს ქვეყანასთან პირდაპირ შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვას ნიშნავს, რასაც ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლო საშუალებით ვუპასუხებთ“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.
მისი თქმით, „უკრაინაში რაიმე სახის კონტინგენტების განლაგების შესახებ ლონდონისა და პარიზის გეგმებისგან ვაშინგტონი დისტანცირებას ახდენს“.
„ვფიქრობ, ეს იმიტომ, რომ ისინი განიხილავენ, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს ამან სამხედრო თვალსაზრისით“, – აღნიშნა ზახაროვამ.