„შუბლზე იარაღი მიადო“ – ბრალდების თანახმად, კრიმინალური პოლიციის დეტექტივი ცოლს ემუქრებოდა და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა

კრიმინალური პოლიციის დეტექტივი, რომელიც შარშან არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ცოლს სცემდა, ემუქრებოდა და შუბლზე იარაღი მიადო, ახლახანს დააკავეს.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა დეტექტივმა, – როდესაც ცოლი მასთან ერთად ცხოვრობდა, – არაერთხელ იძალადა მასზე ფიზიკურად და არაერთხელ დაემუქრა.
გამოძიება აღწერს, რომ 2024 წლის გაზაფხულზე, – სურამში, დეტექტივი ცოლს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, შუბლზე ცეცხლსასროლი იარაღი მიადო და ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა.
პოლიციელი, გამოძიების თანახმადვე, შემდეგაც აგრძელებდა ძალადობასა და მუქარას.
მოგვიანებით, – ზუსტად როდის, უცნობია, – დაზარალებულმა ქალმა საგამოძიებო უწყებებს მიმართა. მსგავს საქმეებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მათ გამოჰკითხეს დაზარალებული, ასევე, მისი ოჯახის წევრები, გამოითხოვეს ელექტრონული ინფორმაცია და „მოიპოვეს დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები“.
დეტექტივი სასამართლოს განჩინების შემდეგ დააკავეს.
მას რამდენიმე ბრალდება აქვს წარდგენილი:
· ოჯახში ძალადობა, – რაც ორ წლამდე პატიმრობას ან 80-150 საათით საზოგადოებრივ შრომას ითვალისწინებს;
· ოჯახში ძალადობა დამამძიმებელი გარემოებით, – „არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ“, – რაც 200-დან 400 საათამდე საზოგადოებრივი შრომით ან 1-დან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს;
· მუქარა ოჯახის წევრის მიმართ, – რაც 170-დან 200 საათამდე შრომით, 2 წლამდე „გამასწორებელი სამუშაოთი“ ან 3 წლამდე პატიმრობით ისჯება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…