სანქცირებულია 61 ფიზიკური და 86 იურიდიული პირი | EU რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დეტალებს აქვეყნებს

ევროპულმა საბჭომ ს წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტის დეტალები გამოაქვეყნა. არსებული ინფორმაციით, ახალი შემაკავებელი ზომები ვრცელდება 61 ფიზიკურ პირზე და 86 რუსულ ინსტიტუტზე.
“როგორც სანქციების მე-12 პაკეტის ნაწილი, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა გააგრძელოს შემაკავებელი ზომები კიდევ 61 პირისა და 86 ინსტიტუტის მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქმედებებზე, რომლებიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას”, – ნათქვამია განცხადებაში
ახალი სანქციების სიაში შედის რუსეთის სამხედრო ინდუსტრიის 40-ზე მეტი საწარმო და კომპანია, 7 კერძო სამხედრო კომპანია და მათი დამფუძნებელი, ასევე ბელარუსის 12 მოქალაქე, რომლებიც მონაწილეობდნენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში. დასანქცირდნენ სხვა ოფიციალური პირები და ბიზნესის წარმომადგენლები.
შემაკავებელი ზომებია ისეთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური აქტორების მიმართ, როგორიცაა Alfa-strahovanie Group, Rosfinmonitoring, ოთხი სატელეკომუნიკაციო კომპანია, რომელიც მუშაობს უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე (შპს Mirtelecom, LLC SC Lyukstrans, JSC Krymtelecom და JSC Beto).
სანქციები დაუწესდა რუსეთის ფედერაციის ცენტრალური კომიტეტის 14 წევრს და რეგიონული „საარჩევნო კომიტეტების“ ორ წევრს, რომლებიც მონაწილეობდნენ 2022 წლის უკანონო „რეფერენდუმისა“ და „არჩევნების“ ორგანიზებაში.
ევროკავშირის შემაკავებელი ზომები ვრცელდება რუსეთის IT სექტორის წარმომადგენლებზე, მათ შორის ორ ინსტიტუტსა და ორ პირზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლაში, ასევე იმ პირებსა და ინსტიტუტებზე, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციას და პროპაგანდას რუსეთის ომის მხარდასაჭერად უკრაინის წინააღმდეგ.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით ევროკავშირის შემაკავებელი ზომები დღემდე ვრცელდება რუსეთის ფედერაციის სულ 1950 პირსა და ინსტიტუტზე. სანქციების სიაში შეყვანილი სუბიექტები ექვემდებარება აქტივების გაყინვას. ევროკავშირის მოქალაქეებსა და ინსტიტუტებს ეკრძალებათ მათთვის რაიმე ფინანსური სახსრების მიწოდება. ცალკეულ პირებს ასევე ეკრძალებათ ევროკავშირში შესვლა ან მისი ტერიტორიის ტრანზიტად გამოყენება.
შეგახსენებთ, რომ 18 დეკემბერს EU-მ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტი დაამტკიცა