ახლო აღმოსავლეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის თვითმფრინავი მოსკოვის „ვნუკოვო 2“-ის აეროპორტში დაეშვა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
დღესვე რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ აშშ-ის წარმომადგენლებთან კონტაქტები იგეგმება.
მისივე თქმით, რუსეთი სიტუაციის მოგვარების თაობაზე თავის პოზიციას მას შემდეგ განსაზღვრავს, რაც აშშ-ის წარმომადგენლებისგან მიიღებს ინფორმაციას ვაშინგტონისა და კიევის დელეგაციებს შორის საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის შესახებ.
