ვიმედოვნებთ, რუსეთი კონსტრუქციულად უპასუხებს – ერდოღანი ცეცხლის 30 დღით შეწყვეტაზე

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მხარი დაუჭირა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას, რომელზეც და საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებებზე შეთანხმდნენ.
ერდოღანმა უკრაინის გადაწყვეტილებას, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდეს „პოზიტიური და მნიშვნელოვანი“ უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ამას სგან კონსტრუქციული პასუხი მოჰყვება.
ამის შესახებ მან 12 მარტს, ანკარაში პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან, დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ახლა ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი ამ ნაბიჯს კონსტრუქციულად უპასუხებს“, – განაცხადა ერდოღანმა.
ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა დაადასტურა ანკარის მზადყოფნა ხელი შეუწყოს კიევსა და მოსკოვს შორის პოტენციურ მოლაპარაკებებს, რათა „ნებისმიერი წვლილი შეიტანოს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებაში“.
11 მარტს საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის შემდეგ უკრაინა დათანხმდა ცეცხლის დაუყოვნებლივ 30-დღიან შეწყვეტას, თუ რუსეთიც იგივე ნაბიჯს გადადგამს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა.

ასევე დაგაინტერესებთ