კრემლის ცნობით, პუტინი კურსკის ჯგუფის საკონტროლო პუნქტს ეწვია

კრემლის ცნობით, ს პრეზიდენტი კურსკის ჯგუფის ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტს ეწვია და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის მოხსენება მოისმინა.
კრემლმა გაავრცელა ვიდეოკადრებიც, რომელშიც სამხედრო ფორმაში ჩაცმული ვლადიმერ პუტინისა და გერასიმოვის შეხვედრა ჩანს.
გერასიმოვმა პუტინს მოახსენა, რომ კურსკის ოლქში გათავისუფლდა 1 100 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია, რაც უკრაინის მიერ ადრე დაკავებული ტერიტორიის 86%-ზე მეტია და სამხედრო ოპერაცია გრძელდება.
„ჩვენი ამოცანაა, უმოკლეს დროში, საბოლოოდ გავანადგუროთ მოწინააღმდეგე და სრულად გავათავისუფლოთ კურსკის ოლქის ტერიტორია. ჩვენ უნდა ვიფიქროთ სამომავლოდ სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ უსაფრთხოების ზონის შექმნაზე. ყველა ადამიანი, ვინც იმყოფება კურსკის ოლქის ტერიტორიაზე, სჩადის აქ დანაშაულს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ეწინააღმდეგება ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, სამართალდამცავ ორგანოებს და სპეცსამსახურებს, რუსეთის ფედერაციის კანონების შესაბამისად არის ტერორისტი“, — განაცხადა პუტინმა.
რუსულ მედიაში დღეს გავრცელდა კადრები, რომ სუჯას ცენტრალურ მოედანზე რუსეთის დროშა აღიმართა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ თქვა, რომ მიუხედავად „რუსეთ-ჩრდილოეთ კორეის არმიის გაზრდილი ზეწოლისა“, უკრაინელები კურსკის ოლქში ინარჩუნებენ თავდაცვას მანამ, სანამ ეს მიზანშეწონილი და საჭირო იქნება. მან ასევე თქვა, რომ თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები საჭიროების შემთხვევაში „მანევრირებენ უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე“.
Ukrainska Pravda-ს ცნობით, უკრაინულმა ძალები მნიშვნელოვნად უკან დაიხიეს სუჯას რაიონში, მაგრამ სრულად არ დაუტოვებიათ კურსკის ოლქი.
უკრაინის პრეზიდენტმა მ განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო სარდლობა რუსეთის კურსკის ოლქში ცდილობს რაც შეიძლება მეტი უკრაინელი ჯარისკაცის სიცოცხლე გადაარჩინოს.