რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ევროკავშირი კანდიდატი ქვეყნების გაწევრიანებას შეაყოვნებს

ევროკავშირი კანდიდატი ქვეყნების გაწევრიანებას შეაყოვნებს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
როგორც ერდოღანი აღნიშნავს, კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ ნიშნავს, რომ ისინი ევროკავშირის წევრები გახდებიან.
„მათთან დაიწყება პროცესი, მაგრამ ისინიც შეყოვნდებიან“, – განაცხადა ერდოღანმა.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი ევროკავშირის წევრობისთვის სხვა სახელმწიფოებზე მეტად არის მზად, მაგრამ პოლიტიკური დაბრკოლებების გამო კართან ლოდინი უწევს.
ცნობისთვის, თურქეთმა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2005 წელს დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა მელია – სააკაშვილმა ისიც მოყვეს, „იმ კაცს“, რომელსაც არ ასახელებს, რა საკითხებზე ეთანამშრომლებოდა, რატომ იყო მისი მოციქული ხელისუფლებასთან, მისი „ვივამედში“ ყოფნის დროსაც! – რა გარიგება დაიდო და ბოლოს რაში „გადააგდეს“

ნიკა მელია – სააკაშვილს უკვე მრავალი წელია ჩემს მიმართ ეჭვიანობა, როგორც ყელს შემოჭერილი მარყუჟი, ისე ახრჩობს – მისთვის ტყუილი და უტიფრობა პროზაულია – სადაც სააკაშვილია, იქ ქვეყნის ინტერესი არაა, იქ მხოლოდ კერძო ეგოისტური ინტერესია