ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ შეიძლება „დამანგრეველი“ სანქციები იქნეს გამოყენებული

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუკი გადაწყვეტს, გააგრძელოს ომი, მის წინააღმდეგ შეიძლება გამოყენებულ იქნეს „დამანგრეველი“ სანქციები.
„არსებობს რაღაცები, რის გაკეთებაც შემიძლია და რაც არც ისე სასიამოვნოა ფინანსური თვალსაზრისით,“ თქვა ტრამპმა.
„ეს ძალიან ცუდი იქნება რუსეთისთვის. არ მინდა ამის გაკეთება, ვინაიდან მშვიდობის მიღწევა მსურს,“ თქვა -ის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ „ფინანსური ზომები“ შეიძლება „დამანგრეველი“ იყოს მოსკოვისთვის.
მან აღნიშნა, რომ ახლოს ვართ სთან დაკავშირებით რაღაცის მიღწევასთან.
მისი სიტყვებით, უკრაინის ერთ დროს „რთულმა“ მხარემ აზროვნება შეცვალა.
„ჩემთან იყო ადამიანი [ზელენსკი], რომელსაც თითქოს არ სურდა მშვიდობა. ახლა ის მშვიდობაზე დათანხმდა. ასე რომ, ვნახოთ,“ თქვა ტრამპმა.
როგორც BBC-ის კორესპონდენტი იტყობინება თეთრი სახლიდან, აშშ-ის პრეზიდენტმა არ ისურვა, შეეფასებინა შეთანხმების მიღწევის ალბათობა, მაგრამ თქვა, რომ, მისი აზრით, „მას რუსეთისთვის აზრი აქვს“.
ფორუმი