გიორგი გობრონიძე – რეალურად, უკრაინამ მიიღო მშვიდობის ის პირობები, რომელიც ამერიკამ შესთავაზა, ამ ნაბიჯზე უკრაინა, შესაძლოა, იმის გამოც წავიდა, რომ ზელენსკიმ დაინახა, ევროპული ერთობაც არ გამოდის

საუდის არაბეთში -სა და უკრაინის მოლაპარაკებების სავარაუდო შედეგებზე, როგორ შეიძლება დასრულდეს ეს მოლაპარაკებები და როგორ შეიძლება აისახოს მისი შედეგები საქართველოზე „ინტერპრესნიუსი“ უსაფრთხოების საკითხების მკვლევარს, გიორგი გობრონიძეს ესაუბრა.
– ბატონო გიორგი, საუდის არაბეთში აშშ-სა და ს შორის მოლაპარაკებები დასრულდა. კიევმა აშშ-ს წინადადებები მიიღო. უკრაინამ მზადყოფნა გამოთქვა 30 დღე შეწყვიტოს ცეცხლი და ამის პარალელურად მიიღოს აშშ-გან დაუყოვნებლივ სამხედრო დახმარება და სადაზვერვო მონაცემები. წიაღისეულზე შეთანხმება არ გაფორმებულა.
მოლაპარაკებების შედეგებზე აზრთა სხვადასხვაობას ვადევნებთ თვალს. ზოგი თვლის, რომ კიევმა ამ მოლაპარაკებების შედეგებით „კარგი სასტარტო პოზიცია მიიღო“. თქვენ როგორ შეაფასებდით საუდის არაბეთში აშშ-სა და უკრაინას შორის დასრულებულ მოლაპარაკებებს?
– ნაკლებად მაქვს იმის საფუძველი, ვიფიქრო რომ, ამ მოლაპარაკებების შედეგებით უკრაინას ხელშესახები პირობები აქვს მიღებული.
უკრაინას არც თავიდან არ სურდა ამ ომის დაწყება. უკრაინა არის რუსული აგრესიის მსხვერპლი, ამიტომ ლოგიკურია, რომ უკრაინას ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ მოწოდებას დათანხმდა. განსაკუთრებით თეთრ სახლში სკანდალური შეხვედრის და აშშ-ს მხრიდან მასზე დიპლომატიური და არა დიპლომატიური ზეწოლის ფონზე. ფაქტი ისაა, რომ უკრაინა არ იყო ამ ომის ინიციატორი, ის გახლავთ მსხვერპლი და ასეთ ვითარებაში შედეგებით სუსტი მხარე თანხმდება ცეცხლის შეწყვეტას. ეს აბსოლუტურად ლოგიკურია.
ახლა გაცილებით მნიშვნელოვანია აშშ-სა და უკრაინის მოლაპარაკებებზე როგორი იქნება პოზიცია და რეაქცია. რა პირობებით დათანხმდება რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას და რა პირობებით შეაჩერებს მოქმედებებს რუსული არმია.
ახლა გაცილებით მნიშვნელოვანია აშშ-სა და უკრაინის მოლაპარაკებებზე როგორი იქნება რუსეთი პოზიცია და რეაქცია. რა პირობებით დათანხმდება რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას და რა პირობებით შეაჩერებს მოქმედებებს რუსული არმია
ფაქტი ისაა, რომ ფრონტის გარკვეულ ხაზებზე უკრაინის მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოდ გამოიყურება. მაგალითად, იგივე კურსკის ოლქში რუსებმა ალყაში მოაქციეს უკრაინის ელიტური ნაწილები და საფრთხე შეუქმნეს უკრაინის ჯარის ყველაზე გამოცდილ ნაწილს. ახლა მნიშვნელოვანია რომ ეს ადამიანები გადარჩნენ, და რუსეთი დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტის იმ პირობებს, რაზეც აშშ-მ და უკრაინამ მოილაპარაკეს. ასევე მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ წარმოუდგენია ამ მოლაპარაკებებში და რა პირობებით რუსეთს ჩართვა და მოლაპარაკებათა მაგიდაზე დაჯდომა.
უკრაინას აშშ-ს პირობების მისაღებად დიდი არჩევანი არ ჰქონდა, ახლა პრობლემა ისაა, თუ რას გააკეთებს მეორე მხარე, ანუ რუსეთი.
რაკი უკრაინა დათანხმდა, ოპტიმისტური პროგნოზების გაკეთება, რომ რეალური ნაბიჯები გადაიდგა სამშვიდობო შეთანხმებისაკენ, ნაადრევია, რადგან ამ ომის ინიციატორი უკრაინა არ ყოფილა.
– რუსეთი როგორ მოიქცევა, ამაზე აუცილებლად ვიმსჯელებთ, მანამდე საინტერესოა რა იყო მიზეზი იმისა, რომ აშშ საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინისადმი საკმაოდ „ადეკვატური ჩანდა.“
ბევრი თვლის, რომ უკრაინამ, ევროკავშირმა, ბრიტანეთმა, კანადამ, ავსტრალიამ მოლაპარაკების ეს რაუნდი მოიგო იმის გამო, რომ „ტრამპმა დაინახა ძალთა ახალი ბალანსი.“ რის შედეგად, „ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა“ და ეს რომ ასეა, ეს უკრაინისა და მისი მხარდამჭერი ქვეყნების დამსახურებაა.
მეტიც, ბევრი თვლის, რომ „ახლა რუსებს კარგი სვლა არ აქვთ და საგონებელშია ჩავარდნილი. შესაძლოა, ვცდებოდე, მაგრამ აშშ „ადეკვატური ქცევა“, რაზეც ბევრი საუბრობს, მე მხოლოდ ტაქტიკური სვლა მგონია და ამის მიზეზია ის, რომ ტრამპმა და პუტინმა მშვიდობის პირობებზე ვერ მოილაპარაკეს.
ის, რაც საუდის არაბეთში მოლაპარაკებებზე მოხდა, მშვიდობის პირობებზე ტრაპისა და პუტინის შეუთანხმებლობა იყოს?
– რუსეთთან მოლაპარაკება არ არის ადვილი. შევეცადოთ აშშ-ს მოქმედების ლოგიკის ახსნას. ვერ გავიზიარებ მოსაზრებას, რომ ახლა რუსეთი საგონებელშია ჩავარდნილი. რასაც ვხედავთ, სამხედრო მოქმედებების ნაწილში ჯერ რუსეთის მხარეს აქვს ინიციატივა. ერთადერთი რისი დემონსტრირებაც შეძლო დასავლეთმა და აშშ-მ, ეს იყო დასავლურ ბანაკში განხეთქილება. გამოჩნდა, რომ დასავლეთი არ არის ერთიანი. მათ შორის არსებობს ფუნდამენტური განსხვავება.
ვერ გავიზიარებ მოსაზრებას, რომ ახლა რუსეთი საგონებელშია ჩავარდნილი. რასაც ვხედავთ, სამხედრო მოქმედებების ნაწილში ჯერ რუსეთის მხარეს აქვს ინიციატივა. ერთადერთი რისი დემონსტრირებაც შეძლო დასავლეთმა და აშშ-მ, ეს იყო დასავლურ ბანაკში განხეთქილება. გამოჩნდა, რომ დასავლეთი არ არის ერთიანი. მათ შორის არსებობს ფუნდამენტური განსხვავება
ურსულა ფონ დერ ლაინმა თქვა, რომ ევროპის ქვეყნების ბიუჯეტის გაზრდა უნდა ნიშნავდეს ევროპული და არა ამერიკული შეიარაღების შეძენას. ვხედავთ იმასაც რომ აშშ-მ უკრაინას შესთავაზა – მშვიდობის მიღება იმ პირობებით, რომ უკრაინას მოუწევს ტერიტორიების დათმობა. ამაზე ისაუბრა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, აშშ-ს პრეზიდენტმა. სახელმწიფო მდივანმა თქვა რომ „ კონფლიქტის ომით დაბრუნება შეუძლებელია იმიტომ რომ უკრაინა ტერიტორიებს ვერ დაიბრუნებს.“ მან ასევე თქვა, რომ „რუსეთი უკრაინას ვერ დაიპყრობს“.
ეს კი ნიშნავს იმას, რომ რუსეთი წაიღებს უკრაინის ტერიტორიის მნიშვნელოვან და საკმაოდ მსხვილ ნაწილს. ტრამპს როცა დაუსვეს კითხვა უნდა დარჩეს ტერიტორიები რუსეთს? მისი პასუხი ასეთი იყო – თუ ასეთი მაგარი ხარ, მიდი და გამოართვი!
ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინას, პრაქტიკულად უწევს ტერიტორიების დაკარგვა. უკრაინა ვერ გამოდის მოგებული, ერთადერთი, რაც უკრაინისთვის დამამშვიდებლად ჩაითვალოს – უკრაინა, როგორც სუვერენული სახელმწიფო, გადარჩება, მისი დიდი ნაწილი მაინც. უკრაინა იღებს მშვიდობას აგრესორის პირობებით.
პრაქტიკულად, უკრაინას უწევს ტერიტორიების დაკარგვა. უკრაინა ვერ გამოდის მოგებული, ერთადერთი, რაც უკრაინისთვის დამამშვიდებლად ჩაითვალოს – უკრაინა, როგორც სუვერენული სახელმწიფო, გადარჩება, მისი დიდი ნაწილი მაინც. უკრაინა იღებს მშვიდობას აგრესორის პირობებით
როგორც ჩეხეთი პრეზიდენტმა პეტრ პაველმა თქვა – ეს არის კაპიტულაცია. აშშ-მ უკრაინას მშვიდობის სანაცვლოდ წამგებიანი პირობები შესთავაზა. თან იმ პირობებით, რომ აშშ-ს ექნება წვდომა უკრაინის წიაღისეულ რესურსებზე, რაც, პრინციპში შეიძლება უკრაინისთვის იყოს საინტერესო. მაგრამ, ამ შემთხვევაში მე სხვა კითხვა მიჩნდება – თუ უკრაინას უნდა დანებდეს, რატომ უნდა აკეთებდეს ამას ამერიკელების დახმარებით? ამის გაკეთება მათ აშშ-ს გარეშეც ხომ შეეძლოთ?
ჩემი აზრით, ამერიკამ უფრო მეტი უნდა გააკეთოს, რომ უკრაინა არ დანებდეს და უკრაინამ მიიღოს გრძელვადიანი უსაფრთხო ცხოვრების სერიოზული გარანტიები. ევროპამ უკრაინას აჩვენა, რომ მას უსაფრთხოების გარანტიების მიცემა ამერიკის გარეშე არ შეუძლია.
თუ უკრაინას უნდა დანებდეს, რატომ უნდა აკეთებდეს ამას ამერიკელების დახმარებით? ამის გაკეთება მათ აშშ-ს გარეშეც ხომ შეეძლოთ?
ბრიტანეთის პრემიერმა 18 ქვეყნისგან შექმნილი კოალიცია, მაგრამ, მან პირდაპირ თქვა, რომ აშშ-ს გარეშე ევროპა უკრაინის უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს. ამაზე ტრამპმა უპასუხა – თუ თქვენ გინდათ ძალის დემონსტრირება, უნდა ისაუბროთ იმაზე, რომ ჩემს გარეშე არაფერს წარმოადგენთ.
ახლა ჩვენ ვაკვირდებით იმას, რომ ევროპამ დაიწყო თავისი როლისა და ადგილის გადააზრება, მაგრამ, აქაც, ევროპულ საზოგადოებაში არ არის ერთიანი აზრი. გერმანიის კანცლერს უნდა სამხედრო ხარჯების გაზრდა, მაგრამ, ამას ეწინააღმდეგება გერმანული საზოგადოება. 25 მარტს მოხდება გერმანიის მთავრობის დაკომპლექტება და ვნახავთ როგორ განვითარდება მოვლენები.
ვხედავთ, რომ პოლონეთში მიდის საუბრები პოლონური ჯარის რაოდენობის გაორმაგებაზე. ჩვენ, რასაც ვადევნებთ თვალს, შეიძლება ვნახოთ ცვლილებები დასავლური უსაფრთხოების სისტემაში. ევროკავშირი შეეცდება შედგეს ძალის დამოუკიდებელი ცენტრი.
თუ ევროკავშირი ძალის დამოუკიდებელ ცენტრად ვერ შედგა, მაშინ ევროკავშირი გადავა გლობალური პოლიტიკის პერიფერიაზე და იქნება პერიფერიული მოთამაშე, რომელსაც დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად გაინაწილებს აშშ, რუსეთი და ჩინეთი. ტრამპი მსოფლიოს აღიქვამს ამ ჭრილში. იგი „ცივი ომის“ კატეგორიებით მსჯელობს და აღიქვამს სამყაროს.
თუ ევროკავშირი ძალის დამოუკიდებელ ცენტრად ვერ შედგა, მაშინ ევროკავშირი გადავა გლობალური პოლიტიკის პერიფერიაზე და იქნება პერიფერიული მოთამაშე, რომელსაც დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად გაინაწილებს აშშ, რუსეთი და ჩინეთი. ტრამპი მსოფლიოს აღიქვამს ამ ჭრილში. იგი „ცივი ომის“ კატეგორიებით მსჯელობს და აღიქვამს სამყაროს
მას შემდეგ, რაც თეთრ სახლში ცნობილი დიპლომატიური სკანდალი მოხდა, მალევე გამართა პრესკონფერენცია, სადაც ტრამპმა თქვა – „2008 წელს საქართველო დარჩა რუსეთს“. ვიცი, რომ ვაშინგტონში „მეგობარი“ აქტი განიხილება, მაგრამ, ისეთ სუპერსაპრეზიდენტო ქვეყანაში, როგორიც ამერიკაა, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში სამხრეთ კავკასია არ არის მისი ინტერესების ზონა.
სამწუხარო რეალობაა, მაგრამ, საქმე ისაა, რომ ტრამპის ამ განცხადებისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. ჩვენ, ზოგადად გვჩვევია, სასურველის რეალობად გასაღება.
ტრამპმა თქვა – „2008 წელს საქართველო დარჩა რუსეთს“. ვიცი, რომ ვაშინგტონში „მეგობარი“ აქტი განიხილება, მაგრამ, ისეთ სუპერსაპრეზიდენტო ქვეყანაში, როგორიც ამერიკაა, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ უახლოესი რამოდენიმე წლის განმავლობაში სამხრეთ კავკასია არ არის მისი ინტერესების ზონა
არავინ არ მიაქცია ყურადღება იმას, რომ ტრამპმა, არც მეტი არც ნაკლები პირდაპირ თქვა – საქართველო, არა რუსეთის მიერ ოკუპირებული ორი რეგიონი, არამედ, მთლიანად აღმოჩნდა რუსეთის გავლენის ზონაში.
– ის, რომ 11 მარტს, აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გადაიდო კანონპროექტის „მეგობარის“ განხილვა, ეგეც შემთხვევითი სულაც არ მგონი…
– სრულიად გეთანხმებით. აშშ-თვის სამხრეთ კავკასიის რეგიონი ამ ეტაპზე პრიორიტეტი არ არის.
აშშ-თვის პრიორიტეტია მშვიდობა ამერიკაში, უკრაინაში რუსეთის პოზიციების გარკვევა, ევრაზიის კონტინენტზე რუსეთთან ერთად გავლენის სფეროების განაწილება და ასევე სამხრეთ აღმოსავლეთში გავლენების ჩინეთთან განაწილება.
– შესაძლოა, ვცდებოდე, მაგრამ არაა გამორიცხული ს მიმართ აშშ-ს „დამთბარი“ პოზიცია იმასაც უკავშირდებოდეს, რომ გარკვეულ წრეები კურსკში უკრაინული ძალების წარუმატებლობასა და მათთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიუწვდომლობაში აშშ-ს ბევრი ადანაშაულებს.
ამიტომაც, არაა გამორიცხული ახლა აშშ-ს მხრიდან იმის თქმა, მიაწვდის უკრაინას სამხედრო იარაღს და სადაზვერვო ინფორმაციას, ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მხოლოდ ტაქტიკური ნაბიჯია…
გარდა ამისა, არც ისაა გამორიცხული, რომ თეთრ სახლს ახლა უკრაინის საკითხში ევროპის გამოფხიზლება არ მოსწონს, რადგან, ამან შესაძლოა გადაავადოს ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრა…
– ზელენსკის არც ჰქონდა სხვა არჩევანი. ვიცი, საქართველოში არ არის პოპულარული აზრი, მაგრამ, ჩემი აზრით, ზელენსკიმ ამ ომის განმავლობაში იმდენი შეცდომა დაუშვა, რომ პრაქტიკულად, მან მიიყვანა ვითარება იმ მდგომარეობამდე, რომელშიც ახლა უკრაინა იმყოფება.
უკრაინას ერთ-ერთი ყველაზე ადეკვატური და კვალიფიციური გენერალი ჰყავდა ზალუჟნი და ზელენსკიმ ის გაუშვა ელჩად ბრიტანეთში. მან ომის პირველ დღეებში შეძლო რუსული არმიის შეკავება, მოიგერია კიევთან რუსული შეტევა, განახორციელა ხერსონის დაბრუნება, დაიცვა მარიუპოლი და სასწავლი სამხედრო უნარები გამოავლინა.
ვიცი, საქართველოში არ არის პოპულარული აზრი, მაგრამ, ჩემი აზრით, ზელენსკიმ ამ ომის განმავლობაში იმდენი შეცდომა დაუშვა, რომ პრაქტიკულად, მან მიიყვანა ვითარება იმ მდგომარეობამდე, რომელშიც ახლა უკრაინა იმყოფება
ზელენსკის ზალუჟნი მხოლოდ იმის გამო გაუშვა ელჩად, რომ ის არ ეთანხმებოდა უკრაინული ძალების კურსკის ოლქში შესვლას. მახსოვს, ჩვენთან ამ ოპერაციას, ანუ რუსეთის სიღრმეში 60 კილომეტრით შესვლას რა აღფრთოვანებით ადევნებდნენ თვალს. არადა, რუსეთისთვის 60 კილომეტრის დაკარგვა ბევრს არც არაფერს ნიშნავს.
რუსეთს ბევრი არაფერი დაუკარგავს, მაგრამ კურსკის ოლქში საუკეთესო ნაწილები იქნა გადასროლილი და გარდა იმისა, რომ ისინი უკრაინის დაცვის ხაზს დააკლდა, ახლა ისინი ალყაში იმყოფებიან. ზალუჟნის მოშორება ზელენსკის დიდი შეცდომა იყო.
– შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ, მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ თეთრ სახლში სკანდალური შეხვედრის შემდეგ ზელენსკის რეიტინგი უკრაინაში ძალიან გაიზარდა, ვაშინგტონში, შესაძლოა იმასაც მიხვდნენ, თუ ზელენსკის მოიშორებდნენ, უკრაინის შემდეგი პრეზიდენტი ზალუჟნი გახდებოდა.
არადა, ვაშინგტონს, რომელიც აჩქარებს კრემლთან დაახლოებას, წესით არ უნდა აწყობდეს ზალუჟნის გაპრეზიდენტება…
– არც ვიცი რამდენად ჩაერთვება ზალუჟნი პოლიტიკაში, ის სამხედროა და იქ უნდა ყოფილიყო, სადაც იყო. ზელენსკის იმის შიში ჰქონდა, რომ ზალუჟნი მას სამხედრო გადატრიალებას მოუწყობდა.
ტრამპსა და მის გუნდს უნდათ მშვიდობა ნებისმიერ ფასად. მიიღონ წვდომა იმ რესურსებზე, რომელიც არის სტრატეგიული მნიშვნელობის. პარალელურ რეჟიმში მათ სურთ, რომ ამ ყველაფრის შედეგად აშშ-სა და რუსეთს შორის მოხდეს ე.წ. „ნაცრისფერი ზონის“ განაწილება. აშშ-ს ასევე იმის იმედი აქვს, რომ ევროპის დამოკიდებულება აშშ-ზე შენარჩუნებული იქნება
არადა ასეთი გეგმები მას არ ჰქონია, უბრალოდ ხალხში ძალიან პოპულარული იყო, რადგან წარმატებული ოპერაციების შემდეგ იგი პრაქტიკულად, უკრაინის ეროვნული გმირი იყო. ნაკლებ სავარაუდოა, ასეთ ვითარებაში ზალუჟნი გახდეს პრეზიდენტი.
რაც შეეხება ამერიკელებს, ტრამპსა და მის გუნდს უნდათ მშვიდობა ნებისმიერ ფასად. მიიღონ წვდომა იმ რესურსებზე, რომელიც არის სტრატეგიული მნიშვნელობის. პარალელურ რეჟიმში მათ სურთ, რომ ამ ყველაფრის შედეგად აშშ-სა და რუსეთს შორის მოხდეს ე.წ. „ნაცრისფერი ზონის“ განაწილება. აშშ-ს ასევე იმის იმედი აქვს, რომ ევროპის დამოკიდებულება აშშ-ზე შენარჩუნებული იქნება.
– ტრამპი და მისი გუნდის ნაბიჯების დაჩქარებულად კეთების მიზანი ისიც ხომ არ შეიძლება იყოს, რომ ევროკავშირი არ გახდეს დამოუკიდებელი და თან სამხედრო თვალსაზრისით გაძლიერებული მოთამაშე?
– რეალურად, უკრაინამ მიიღო ის პირობები, რომელიც ამერიკამ შესთავაზა. ამ ნაბიჯზე უკრაინა შესაძლოა იმის გამოც წავიდა, რომ ზელენსკიმ დაინახა, რომ ევროპული ერთობაც არ გამოდის. ბრიტანეთის პრემიერმა, რომელმაც სცადა კოალიციის შექმნა, ეს თქვა. ახლა კოალიციის წევრი ქვეყნები საუბრობენ საფრანგეთის ბირთვულ ქოლგის ქვეშ გაერთიანებაზე, გერმანიისა და პოლონეთის სამხედრო ხარჯების ზრდაზე.
რეალურად, უკრაინამ მითღო ის პირობები, რომელიც ამერიკამ შესთავაზა. ამ ნაბიჯზე უკრაინა შესაძლოა იმის გამოც წავიდა, რომ ზელენსკიმ დაინახა, რომ ევროპული ერთობაც არ გამოდის
იმასაც ვხედავთ, რომ ამ პროცესში მონაწილეობის სურვილი ყველას არ აქვს. აშშ-სა და ევროპას შორის გაჩენილია სერიოზული უთანხმოება. ევროკავშირის ქვეყნებს შორისაც ვხედავთ აზრთა სხვადასხვაობას. იგივე იტალია, საუბარი არა მხოლოდ სლოვაკეთსა და უნგრეთზე.
– ფაქტია, რომ უკრაინის ომი აბრკოლებს აშშ-რუსეთის დაახლოებას, ტრამპი აშკარად ცდილობს პუტინთან შეხვედრას.
თუ ლავროვის სიტყვებს გავიხსენებთ – „შორს მიმავალი დასკვნების გამოტანა ნაადრევია, მაგრამ ის, რაც ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირებისგან უკრაინის შესახებ მოვისმინეთ, დამაიმედებელია“.
აცხადებს – „არ გამოვრიცხავთ კონტაქტს აშშ-ს წარმომადგენლებთან უახლოეს დღეებში“. ისეთი პირი უჩანს, თეთრ სახლსა და კრემლს შორის ღია თუ კულუარული მოლაპარაკებები კარგა ხანია მიმდინარეობს….
– დანამდვილებითთ შეიძლება იმის თქმა, რომ მთელი ომის განმავლობაში აშშ-სა და რუსეთის სამხედროებს შორის კონტაქტები ყოველთვის არსებობდა. რა თქმა უნდა, მხარეებს შორის კონსულტაციები მიმდინარეობს.
გეთანხმებით იმაში, რომ ამერიკა ჩქარობს. ჩვენ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, თუ რა განცხადებები მოვისმინეთ აღმოსავლეთიდან, კერძოდ ჩინეთიდან. ჩინეთმა განაცხადა, რომ აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებზე უკრაინა უნდა იყოს წარმოდგენილი. უკრაინის გარეშე ეს მოლაპარაკებები არ უნდა ტარდებოდეს. გარდა ამისა, ჩინეთმა ევროპას უთხრა- ჩინეთი ევროპის უფრო საიმედო პარტნიორია, ვიდრე აშშ. ხომ გეუბნებოდით რომ აშშ-ს ნდობა არ შეიძლება. ჩვენ უფრო საიმედო პარტნიორები ვართ, რადგან უფრო თანმიმდევრულები ვართ.
ჩინეთმა განაცხადა, რომ აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებზე უკრაინა უნდა იყოს წარმოდგენილი. უკრაინის გარეშე ეს მოლაპარაკებები არ უნდა ტარდებოდეს. გარდა ამისა, ჩინეთმა ევროპას უთხრა- ჩინეთი ევროპის უფრო საიმედო პარტნიორია, ვიდრე აშშ. ხომ გეუბნებოდით რომ აშშ-ს ნდობა არ შეიძლება. ჩვენ უფრო საიმედო პარტნიორები ვართ, რადგან უფრო თანმიმდევრულები ვართ
ტრამპის გაპრეზიდენტებამ 180 გრადუსით შემოატრიალა აშშ-ს პოლიტიკა. აქამდე წარმოუდგენელი იყო იმ განცხადებების მოსმენა, რაც ტრამპისგან და მისი თანაგუნდელებისგან გავიგონეთ. ეკონომიკური დარტყმები ჩინეთზე მეტი მიიღო კანადამ. აშშ ახლა იმაზეც საუბრობს, რომ ევროკავშირი აშშ-ს მოკავშირეა, მაგრამ, ამერიკული სიმდიდრეებით სარგებლობს.
დასავლეთის გახლეჩილობით ისარგებლებს ჩინეთიც. აშშ და რუსეთი შესაძლოა სწრაფად დალაგდნენ, მაგრამ, არაა გამორიცხული მათ ევროპაში ჩინეთის მონაწილეობა იმ ზომით მიიღონ, რომ შემდეგ ევროპიდან ჩინეთის შევიწროება შეუძლებელი გახდეს.
დასავლეთის გახლეჩილობით ისარგებლებს ჩინეთიც. აშშ და რუსეთი შესაძლოა სწრაფად დალაგდნენ, მაგრამ, არაა გამორიცხული მათ ევროპაში ჩინეთის მონაწილეობა იმ ზომით მიიღონ, რომ შემდეგ ევროპიდან ჩინეთის შევიწროება შეუძლებელი გახდეს
თუმცა, ჩინეთი ახლაც აქტიურია. ახლა თვალს ვადევნებთ სამი ცენტრის – აშშ, რუსეთისა და ჩინეთის გავლენების გადანაწილებისთვის ბრძოლას. ევროპა ახლა ცდილობს ჩამოყალიბდეს მეოთხე ცენტრად. ეს ევროპას გამოუვა თუ არა, ცალკე საკითხია. რასაც ვხედავთ, ჩანს, რომ ეს ევროპისთვის ადვილი არ იქნება. ევროკავშირს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს.
საფრანგეთის, გერმანიისა და ბრიტანეთის ინიციატივებს არ ჰყავს საკმარისი მხარდამჭერები. საუბარი არა მხოლოდ უნგრეთსა და სლოვაკიაზე. გამოიკვეთა რომ იტალიაა წინააღმდეგი. კიდევ საკითხავია სხვა ქვეყნების პოზიციები როგორი იქნება. შედეგად შეიძლება მივიღოთ ევროკავშირის შიგნით ბანაკების გაჩენა.
ცალკე თემაა ბალტიის ქვეყნების შიშები. ტრამპმა ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა – ამერიკა მზადაა პოლონეთის დასაცავად“, მაგრამ ბალტიისპირეთზე საუბრისგან თავი შეიკავა.
ევროპა ახლა ცდილობს ჩამოყალიბდეს მეოთხე ცენტრად. ეს ევროპას გამოუვა თუ არა, ცალკე საკითხია. რასაც ვხედავთ, ჩანს, რომ ეს ევროპისთვის ადვილი არ იქნება. ევროკავშირს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს
პრაქტიკულად ბალტიის ქვეყნების ასეთი გამოწვევის წინაშე დგანან – თუ რუსეთი შეეცდება ნატოს ქვეყნების წინააღმდეგ სამხედრო ექსპანსიის დაწყებას, რაც ნაკლებად სავარაუდოა, პირველი სამიზნე ბალტიის ქვეყნები იქნებიან. რუსეთი ბალტიის ქვეყნების დაკავებას მანამდე შეძლებენ, სანამ ნატოს მინისტერიალი შეიკრიბება.
– საუდის არაბეთში აშშ-უკრაინის მოლაპარაკებებმა კიდევ რა გვანახა?
– მიმდინარეობს უსაფრთხოების გლობალური არქიტექტურის გადალაგება. უსაფრთხოების სისტემა ისეთი აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო.
უკრაინა დღეს ყველა ვარიანტში წამგებიან პოზიციაშია. თუ აშშ-მ გაიტანა და უკრაინასთან მინერალების შეთანხმებას მოაწერა ხელი, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს ომი, ფაქტია, რომ უკრაინა დაკარგავს კონტროლს თავისი ტერიტორიების მნიშვნელოვან ნაწილზე.
უკრაინა დღეს ყველა ვარიანტში წამგებიან პოზიციაშია. თუ აშშ-მ გაიტანა და უკრაინასთან მინერალების შეთანხმებას მოაწერა ხელი, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს ომი, ფაქტია, რომ უკრაინა დაკარგავს კონტროლს თავისი ტერიტორიების მნიშვნელოვან ნაწილზე
ასე თუნდაც იმიტომ, რომ არც ერთი მხარე არ საუბრობს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაზე. შეიძლება ეს არ იყოს იურიდიულად აღიარებული, შეიძლება იურიდიული აღიარებაც მოხდეს, ეს დამოკიდებულია იმაზე მთლიანობაში როგორ დასრულდება ეს მოლაპარაკებები. ფაქტია, რომ რუსეთი გეგმა მინიმუმს, რაც ჰქონდა დაგეგმილი იმას შეასრულებს.
ძალიან სამწუხარო რეალობა და მოცემულობაა. ასეთ ვითარებაში ხდება სხვა რამ – ჩვენ როგორ წარმოგვიდგენია სად ვართ, საქართველოს ადგილი და როლო. სამწუხარო რეალობაა ის, რომ იმის მაგივრად რომ პოლიტიკური ელიტა, ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად ამ თემებს განიხილავდნენ, ქვეყანაში ახლა გვაქვს, რაც გვაქვს.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი