ალექსანდრ დუგინი: პუტინი ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, გრძელვადიანი მშვიდობის პირობების განხილვის გარეშე. ამჯერად ტრამპი არასწორია

კრემლის პროპაგანდისტი, ალექსანდრ დუგინი -უკრაინის შეხვედრაზე კომენტარს აკეთებს და წერს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება “არასწორი ნაბიჯია”.

დუგინის მტკიცებით, “ტრამპისტები ნელდებიან”, ე.წ. Deep State კი “კონტრშეტევას” იწყებს.

“ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ იმუშავებს, ეს არასწორი ნაბიჯია. […]

როგორც ჩანს, ტრამპისტები ნელდებიან და Deep State კონტრშეტევას დაუყოვნებლივ იწყებს. ტრამპის საიდუმლო ძალიდან ძალამდე აღდგენაა, ბრძოლა, ბრძოლა, ბრძოლა. პაუზა მომაკვდინებელი რისკია. […]

მთელი საერთაშორისო Deep State, EU, , მაკრონი და სტარმერი და კაია კალასი აქებენ ტრამპს ზელენსკისადმი მისი მოპყრობისა და ჯიდაში მისი მიღწევების გამო. მეტი რა გჭირდებათ, რომ დარწმუნდეთ, რომ რაღაც არასწორად მიდის? […]

როგორც ეს რუსეთმა უწინ მრავალჯერ თქვა, პუტინი ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, გრძელვადიანი მშვიდობის პირობების განხილვის გარეშე. ამჯერად ტრამპი არასწორია”. – წერს დუგინი.