ენერგეტიკაში PPA კონტრაქტებზე ეკონომიკის სამინისტროში 435 განაცხადი შევიდა

ენერგეტიკის სექტორში პირდაპირი მოლაპარაკების გზით კონტრაქტების მსურველებისგან ეკონომიკის სამინისტროში 435 განაცხადი შევიდა. ამის შესახებ BMG-ს “ქართული ოცნების” მთავრობის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს.
საქმე ისაა, რომ ენერგოპროექტებზე პირდაპირი კონტრაქტებით სარგებლობისთვის განაცხადების წარდგენის ვადა 28 თებერვალს ამოიწურა.