ყოფილი პარლამენტარი, თაკო ჩარკვიანი:
,,ეს განაჩენი დღეს რაც წარუდგინეს სააკაშვილს , ჩვენი ქვეყნის ისტორიის ამ ( “ოცნების” აღვირახსნილი ხელისუფლების მართვის დროს) მონაკვეთის სამარცხვინო ლაქად დარჩება, ასევე ოპოზიციის “ფეიკ ლიდერების “ სამარცხვინო სისუსტედ, რომლებიც ციხეში მყოფ მესამე პრეზიდენტს ლანძღავდნენ და მისი სახელის ხსენებაც კი აკრძალეს და ეს იმ პრეზიდენტ სააკაშვილისა,რომელიც ევროსაბჭოს რეზოლუციაში პოლიტპატიმრად არის მოხსენიებული ოფიციალურ დოკუმენტში. ოცნების ხელისუფლება რომ მავნებელია ვხედავთ და ამიტომაც ვებრძვით , აი თქვენ ვინ ხართ ოპო “ლუზერებო” , მისი მართველობის დროს რომ ეწებებოდით -“ეტენებოდით” მის ხელისუფლებას. აი იმ წლებში მე რომ ოპოზიციაში ვიყავი მაშინ და თქვენ -ზოგიერთს , რომ მაღალი თანამდებობები გქონდათ და ახლა რომ სააკაშვილის ლანძღვით პოლიტიკაში გინდათ “რეანიმაცია “ ,ციხეში მყოფ სააკაშვილს რომ ეჯიბრებით და სამომავლო კონკურენტად მიიჩნევთ და ამიტომ ციხეში, თქვენ არა ნაკლებად გინდათ (ზოგიერთს ვითომ ლიდერს ,ყველას არა ცხადია ) რომ იყოს, თითქმის ისე , როგორც ხელისუფლებას.
P.S
ფუჰ ვერშემდგარ პიროვნებაზე საშიში არაფერია, მხოლოდ პოლიტიკაში რომ გრძნობთ თავს პიროვნებებად, ან ნაძარცვი ფული რომ გაქვთ ან მევახშეობით ნაშოვნი, ან ხელისუფლებასთან გარიგებით ,აი მაშინ გრძნობთ თავს პიროვნებებად,მაგრამ ისე ზუსტად იცით რომ არარაობანი ხართ -0 -ბითურები!
ახლა ვსაუბრობთ ჩემს მეგობრებთან ერთად და დასკვნა ასეთია:
რა საცოდავი სანახავი ხართ რომ იცოდეთ, ეს ხელისუფლებასთან გარიგებული “ტიპები” !!!!!“
