უგულავა ხსნის, მისი აზრით, რატომ ვერ გაბედა სისტემამ თემურ ჯანაშიას დაკავება

გიგი უგულავას განცხადებით, ე.წ. პიჯაკების საქმეზე “ქართულმა ოცნებამ” თემურ ჯანაშიას დაპატიმრება ერთი მიზეზის გამო ვერ გაბედა: მათ შეეშინდათ საკუთარი დაცვის სამსახურების.
უგულავას განმარტებითი, ჯანაშიას დაკავება სისტემის დღევანდელი ლიდერების დაცვის სამსახურებისთვის იქნებოდა სიგნალი, რომ მომავალში ისინიც შეიძლება აღმოჩნდნენ ციხეში დავალებების შესრულებისთვის.
“სისტემამ და რეჟიმმა ვერ გაბედა თემურ ჯანაშიას დაპატიმრება… ერთადერთი რამის გამო: მათ შეეშინდათ საკუთარი დაცვების, იმ ადამიანების, რომლებიც შევარდნაძესაც იცავდნენ, სააკაშვილსაც იცავდნენ და ახლა მათ იცავენ. [სისტემას] მათი შეეშინდა, იმიტომ, რომ ამ ადამიანებისთვის ეს [თემურ ჯანაშიას გასამართლება] სიგნალია – ერთგულად რომ ემსახურებიან [თანამდებობის პირებს], ხვალ მათ დაიჭერენ”, – ამბობს გიგი უგულავა.
“კარგია რომ ვერ გაბედეს, მაგრამ მოტივაცია უნდა გვესმოდეს, დაცვების შეეშინდათ”, – აცხადებს უგულავა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. პიჯაკების საქმე) საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
300 ათასი ლარი ჯარიმა დაეკისრა ამავე საქმეზე სახელმწიფო დაცვის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას.
გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა გამოაცხადა.
პროკურატურა სააკაშვილს ედავება სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვას. დაცვის მხარე ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და უარყოფს მათ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ლაპიაშვილი: ქართველების გადახდილი გადასახადებით, ანუ საბუჯეტო სახსრებით კონკრეტულად რას უპირებენ საქართველოს მომავალ თაობებს, უნდა დეტალურად თქვან. სხვა შემთხვევაში, ეჭვები “კეთილ სურვილებთან” უფრო გაღრმავდება

“გამოდის რომ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენა უნდა გვაზეიმონ. შაჰ აბასმა ლაშქრობების დროს ნახევარი საქართველო ააოხრა და კახეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ძალადობრივად გადაასახლა ირანში”