კაია კალასი – ახლა რუსეთმა უნდა აჩვენოს მზადყოფნა მშვიდობის მისაღწევად

ევროკავშირი მიესალმება უკრაინისა და შეერთებული შტატების ერთობლივ განცხადებას ს სამეფოში შეხვედრის შემდეგ – ახლა რუსეთმა უნდა აჩვენოს თავისი მზადყოფნა მშვიდობის მისაღწევად, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი ავრცელებს.
„ევროკავშირი მიესალმება უკრაინისა და შეერთებული შტატების ერთობლივ განცხადებას საუდის არაბეთის სამეფოში შეხვედრის შემდეგ, მათ შორის წინადადებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების, ჰუმანიტარული ძალისხმევის და -ის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებისა და უსაფრთხოების დახმარების განახლებაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კაია კალასი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი მზადაა, სთან, შეერთებულ შტატებთან და სხვა პარტნიორებთან ერთად, სრული როლი ითამაშოს მომავალი ნაბიჯების მხარდასაჭერად.
„ევროკავშირის მიზანია მხარი დაუჭიროს უკრაინას, რათა მიაღწიოს ყოვლისმომცველ, სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას გაერო-ს წესდების და საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით. ცეცხლის შეწყვეტის წინადადება – ს მიერ მიღების შემთხვევაში – შეიძლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყოს ამ მიმართულებით. ახლა რუსეთმა უნდა აჩვენოს თავისი მზადყოფნა მშვიდობის მისაღწევად“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კაია კალასი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი მიესალმება საუდის არაბეთის სამეფოს ძალისხმევას, რომელიც ამ დისკუსიებს მასპინძლობს.