თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, “ღვინის ქარხანაში” ხანძარია.
როგორც bm.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი “ღვინის ქარხანაში” არსებული ერთ-ერთი რესტორნის სახურავზე გაჩნდა.
მათივე თქმით, ადგილზე იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და მიმდინარეობს ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოები.
