„ღვინის ქარხნის“ ტერიტორიაზე ხანძარი რესტორან “ტავერნა მინთის“ სახურავზე გაჩნდა – მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოები

“ღვინის ქარხნის” ტერიტორიაზე მდებარე რესტორან “ტავერნა მინთში” ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოები მიმდინარეობს.
ადგილზე 4 სახანძრო სამაშველო მანქანა მუშაობს.
როგორც “ტავერნა მინთის” თანამშრომლები აცხადებენ, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
მათივე ინფორმაციით, ხანძარი რესტორნის სახურავზე გაჩნდა. ცეცხლი გავრცელებულია რესტორნის სახურავის მთელ პერიმეტრზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მამულაშვილი – ლეგიონში სპეციფიკა შეცვლილია დრონებით და ძირითადი ნაწილი ამ მიმართულებაზე არის გადასული – რუსეთის ზურგშიც იქნება დარტყმები მოსკოვშიც და „წითელ მოედანზეც“ – ჩემი აზრით, თავდაცვის სამინისტროც ლეგიტიმური სამიზნეა