„ღვინის ქარხნის“ ტერიტორიაზე რესტორან “ტავერნა მინთის“ სახურავზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

„ღვინის ქარხნის“ ტერიტორიაზე მდებარე რესტორან “ტავერნა მინთის“ სახურავზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
როგორც “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის, ცეცხლის მხრჩოლავი კერების ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს.
რესტორნის სახურავზე გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოში რამდენიმე სახანძრო სამაშველო ჯგუფი იყო ჩართული.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სიმონია: ქვეყანაში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეც კი მევახშეა, მინისტრს და დეპუტატებს დიდი ოდენობით თანხები აქვთ გაპროცენტებული; საჯარო უწყებები მილიონერებით არის სავსე. ამ დროს, ხალხი ვალებში იხრჩობა