მარკო რუბიო – ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა

ბურთი ახლა ს მოედანზეა, – ამის შესახებ -ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ჯიდაში უკრაინელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრების შემდეგ მედიასთან განაცხადა.
“ბურთი ახლა მათ [რუსების] მოედანზეა”, – განაცხადა რუბიო და დასძინა: თუ რუსები უარს იტყვიან “მაშინ, სამწუხაროდ, გვეცოდინება, რა არის მშვიდობისთვის შემაფერხებელი”.
რუბიოს თქმით, მ და შეერთებულმა შტატებმა გადადგეს “პოზიტიური ნაბიჯი” დღევანდელ მოლაპარაკებებზე.
რუბიოს განცხადებით, აშშ ახლა “წინადადებით რუსებთან მივა” და მას “იმედი აქვს”, რომ ისინი დათანხმდებიან.
ცნობისთვის, საუდის არაბეთში აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების შემდეგ გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადების თანახმად, უკრაინა მზად არის შუალედური 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, ხოლო აშშ დაუყოვნებლივ განაახლებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემას.