გაუგონარი ხოცვა-ჟლეტაა სირიაში და ბალტიისპირეთის ქვეყნების ნაწილიდან არა ეს საშინელება, არამედ ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ ქართული კანონი დაგმეს

გაუგონარი ხოცვა-ჟლეტაა სირიაში და ბალტიისპირეთის ქვეყნების ნაწილიდან არა ეს საშინელება, არამედ ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ ქართული კანონი დაგმეს
„ასეთი გაუგონარი ხოცვა-ჟლეტა მიმდინარეობს სირიაში და ან ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, ან ევროპიდან თუ გახსოვთ, რომ ეს დაეგმოთ? უფრო მეტიც, ამ ფონზე, როცა, ფაქტობრივად, მსოფლიოში ახალი წესრიგის დამყარება მიმდინარეობს, რატომღაც მოიცალეს და საქართველოს პარლამენტის წევრებს ასანქცირებენ, გაუგონარი მიზეზებით“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოზე ზეწოლა ამ ეტაპზე უკვე ევროპული ბიუროკრატიის იმ ნაწილისგან მიმდინარეობს, რომელიც „დიფ სთეითს“ შემორჩა.
„საქართველოს პარლამენტარების დასანქცირებაზე მეტი საქმე არ აქვთ ბალტიისპირეთის ქვეყნების ნაწილის წარმომადგენლებს თუ ევროპელ ბიუროკრატებს? საკუთარი ქვეყნების განვითარებაზე არ ზრუნავენ? თუ რუსეთის აგრესიის ეშინიათ, საკუთარი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე იზრუნონ. ან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან რუსეთში ღვინის ექსპორტი რომ გაიზარდა და იმაზე მეტი ღვინო შეაქვთ, ვიდრე საქართველოს, რომელიც ღვინის მწარმოებელი ქვეყანაა, მათგან განსხვავებით, ამ პრობლემებს ებრძოლონ.
ამის ნაცვლად კი, ცოტა ხნის წინ ახალი განცხადება გაავრცელეს, სადაც საქართველოში მიღებულ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ კანონს გმობენ, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მორალის დაცვისა და საზოგადოებაში ზნეობის განმტკიცებისკენ არის მიმართული, რასაც უკვე -ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც ქადაგებს. შესაბამისად, საქართველოზე ზეწოლა ამ ეტაპზე დარჩენილია მხოლოდ ევროპული ბიუროკრატიის იმ ნაწილისგან, რომელიც „დიფ სთეითს“ შემორჩა“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში