“ბარსელონას” სალაჰი შესთავაზეს – კატალონიელები წინადადებას მხოლოდ ერთ ვარიანტში დათანხმდებიან

Sport.es-ის ინფორმაციით, “ლივერპულის” შემტევის მოჰამედ სალაჰის წარმომადგენლებმა ფეხბურთელის სამსახური “ბარსელონას” შესთავაზეს.
მოგეხსენებათ, ეგვიპტელს 30 ივნისს “მერსისაიდელებთან” კონტრაქტი ეწურება და “ბლაუგრანაში” გადასვლა სრულიად უსასყიდლოდ შეეძლება.
კატალონიელთა მთავარი პრობლემა სალაჰის ხელფასია. ის “ლივერპულში” სეზონურად 15 მილიონ ფუნტს გამოიმუშავებს, ამის გადახდა კი ესპანურ გუნდს არ შეუძლია და თუ ფეხბურთელი ხელფასის შემცირებას დათანხმდება, ტრანსფერი შესაძლებელი გახდება.
აღსანიშნავია, რომ ეგვიპტელს ს ერთ-ერთი გუნდი სეზონურად 50 მილიონ ევროს სთავაზობს.