პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
2001 წელი, პრეზიდენტი შევარდნაძე სტუმრად უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში. თითქმის ორი საათი უსმინა სტუდენტთა გამოსვლებს. თითქმის ყველა გამომსვლელი დაუნდობლად აკრიტიკებდა და მოითხოვდა მის გადადგომას, თანაც დაუყოვნევლივ… ზოგიერთ გამოსვლას შეურაცხმყოფელი შინაარსიც კი ჰქონდა. შევარდნაძე მხოლოდ კი არ უსმენდა კრიტიკას, ქაღალდი და ფანქარიც მოიმარჯვა, დედაქალაქის მერიც აიძულა იგივე გაეკეთებინა და დეტალურად ჩაიწერა, ჩაინიშნა ლანძღვა-გინება. მიკროფონთან მისულმა პირველივე წინადადებაში თქვა, რომ ეთანხმება გამოთქმული მოსაზრებების მნიშვნელოვან ნაწილს… კაცმა არ იცის, მართლა იწერდა თუ არა, მართლა ეთანხმებოდა თუ არა, მაგრამ ოპონენტს, მოწინააღმდეგეს, თანაც მასზე ათასჯერ უმცროსსა და სუსტს პატივისცემა აგრძნობინა, მისი მნიშვნელობა გამოკვეთა. ეს არის კლასი! ეს არის დასავლეთ საქართველო და მისი კულტურა! ივანიშვილი წარმოგიდგენიათ რომელიმე აუდიტორიაში? ივანიშვილი რომ საკუთარი თავის მიღმა სხვის უმცირეს მნიშვნელობას მაინც აღიარებდეს, გინახავთ სადმე? კობახიძე, საერთოდ, უცხო კი არა, ლექციაზე შესულ საკუთარ სტუდენტებს სცემდა ბანდფორმირებების დახმარებით, რამდენიმე მათგანს კი ციხეში ამოლპობით ემუქრება. წარსულში ერთხელ ვცადეთ მისთვის აბსოლუტურად ზრდილობიანად კრიტიკული შეკითხვის დასმა და ნახევარი საათი დარბოდა ფილარმონიის სცენაზე, თან ყვიროდა, თქვენი ადგილი საქართველოში არ არისო. თუმცა, გუშინ ყველა ზღვარს გადასცდა თეატრალური ინსტიტუტის ხელმძღვანელობა, თავი მოიქაჩლეს, თავიანთ სტუდენტებს ნაღმები დაუშინეს და გარიცხეს სასწავლებლიდან. დილით სანამ სახლიდან გახვალთ, ბ-ნო რექტორო და პრორექტორო, სარკეში ჩაიხედეთ და საკუთარ თავს ჰკითხეთ, ხართ თუ არა ღირსი მოქალაეებად, მასწავლებლებად, ხელოვანებად იწოდებოდეთ! თუ დადებითად უპასუხებთ კითხვას, გადააკონტროლეთ და დამატებით იკითხეთ, რაიმე ხომ არ გეშლებათ საკუთარი სინდისის წინაშე!/
