თურქეთის სუპერ ლიგის ბინადარმა “ტრაბზონსპორმა” გვაუწყა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი შენოლ გიუნეში გადაყენებულია.
72 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით გუნდს ბოლო პერიოდში ძალიან ცუდი შედეგები ჰქონდა და კარისკენ ამიტომაც მიუთითეს. აღსანიშნავია, რომ გიუნეში ამ კლუბს უკვე მეხუთე ვადით თავკაცობდა.
“ტრაბზონსპორის” ახალი მწვრთნელი ფატიჰ ტეკე გახდა, რომელიც წარსულში “ალანიასპორში”, “ისტანბულსპორსა” და “ბურსასპორში” მუშაობდა.
25 ტურის შემდეგ “ტრაბზონსპორი” თურქეთის ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა.
