პარლამენტის აპარატის საპენსიო ასაკს მიღწეული თანამშრომლები სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე წასვლის შემთხვევაში ერთჯერად კომპენსაციას მიიღებენ – კომპენსაციის ოდენობას პარლამენტის თავმჯდომარე დაადგენს

იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის აპარატის საპენსიო ასაკს მიღწეული თანამშრომლები სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავლენ, ერთჯერად კომპენსაციას მიიღებენ.
საპენსიო ასაკს მიღწეული თანამშრომლებისთვის კომპენსაცია პარლამენტის აპარატის ბიუჯეტიდან გაიცემა, ხოლო კომპენსაციის ოდენობასა და გაცემის წესს საკუთარი ბრძანებით პარლამენტის თავმჯდომარე დაადგენს.
პარლამენტში წარდგენილია რეგლამენტში ცვლილებების პროექტი, რომლის ამოქმედების შედეგად, პარლამენტის თავმჯდომარეს ენიჭება უფლებამოსილება, ბრძანებით დაადგინოს პარლამენტის აპარატის საპენსიო ასაკს მიღწეული თანამშრომლისათვის ერთჯერადი კომპენსაციის გაცემის წესი, თანამშრომლის პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში.
პროექტი ავტორი და ინიციატორები არიან: , დავით მათიკაშვილი, გიორგი კახიანი, ირაკლი შატაკიშვილი, გრეტა წიწავა და გურამ მაჭარაშვილი.
„აღნიშნული ცვლილება დამატებით სოციალურ პირობებს შექმნის პარლამენტის აპარატის საპენსიო ასაკს მიღწეული თანამშრომლებისათვის, რითაც მათ კიდევ ერთხელ დაუფასდებათ წლების განმავლობაში პარლამენტის საქმიანობაში შეტანილი წვლილი და ხელი შეეწყობა მათ უკეთ ადაპტირებას შეცვლილ გარემოსთან“, – ვკითხულობთ პროექტის განმარტებით ბარათში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნუგზარ წიკლაური – „ფეისბუქზე“ გამოთქმული მოსაზრების გამო გიჩივიან, ეს ავტოკრატიის დაკანონებაა – სასწორის პინაზე დგას ქვეყანა იქნება თავისუფალი თუ დამონებული ისე, როგორც აზიურ დიქტატურებში არის ხალხი და “ფეისბუკს” უკონტროლებენ