ილონ მასკის მხარდასაჭერად, დონალდ ტრამპი Tesla-ს ავტომობილის შეძენას აპირებს

აშშ-ის პრეზიდენტი , ილონ მასკის მხარდასაჭერად, Tesla-ს ავტომობილის შეძენას აპირებს. ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა.
ამერიკის პრეზიდენტის თქმით, მასკი „ფანტასტიკურ საქმეს“ აკეთებს.
ტრამპი წერს, რომ „რადიკალური „მემარცხენე გიჟები ცდილობენ, უკანონოდ და შეთანხმებულად გამოუცხადონ ბოიკოტი Tesla-ს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავტომწარმოებლის და ილონ მასკის „შვილს“.
„ნებისმიერ შემთხვევაში, ხვალ დილით ვაპირებ, ვიყიდო სრულიად ახალი Tesla, ილონ მასკის ნდობისა და მხარდაჭერის ნიშნად“, – წერს ტრამპი.
შეგახსენებთ, ბოლო კვირების განმავლობაში კომპანია Tesla-ს აქციები 15%-ზე მეტით დაეცა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ჩერგოლეიშვილი – 26 მაისს, 15:00-16:00 საათიდან დაიწყება სხვადასხვა მარში, 19:00 საათზე კი პრეზიდენტი მიმართავს შეკრებილებს – დავალაგეთ ისიც, რა შეიძლება იყოს გეგმა „B“ და როგორ უზრუნველვყოთ, რომ პროვოკაციაზე არ წამოგვაგონ