ლევან ლორთქიფანიძე – თუ ევროპა მსოფლიოს წინაშე ერთიანი გეოპოლიტიკური აქტორის სახით წარსდგა, „ქართულ ოცნებას“ განსაცდელი ელის

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე, შექმნილი ვითარებიდან გამოსვლის ოპტიმალურ გზებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგს, “კავკასიური სახლის“ თავმჯდომარეს ლევან ლორთქიფანიძეს ესაუბრა.
– ბატონო ლევან, რამდენიმე დღის წინ რუსთაველზე აქციების დაწყების მე-100 დღე აქციის აქტივისტებმა და ევროპული არჩევანის მხარდამჭერებმა აღნიშნეს. მიუხედავად იმისა, რომ ოქტომბრის ბოლოდან დაწყებული ევროპული არჩევანის მხარდამჭერების აქციები საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო, ამას „ქართული ოცნების“ საშინაო პოლიტიკაზე გავლენა არ მოუხდენია.
ამ პერიოდში მრავლად იყო აქციებში მონაწილეთა დაუნდობელი ცემა-ტყეპა, დაკავებები, შემდეგ ხელისუფლება ჯარიმების გამოწერაზე გადავიდა. ისეთი პირი უჩანს, არაა გამორიცხული პრაქტიკულად აქციაში მონაწილე აღმოჩნდეს 5 ათასი ლარით დაჯარიმებული.
მიუხედავად იმისა, რომ მთელი ზამთარი ქვეყანაში სიტუაცია რთული იყო, ხელისუფლება კრიზისს არ აღიარებდა, ერთადერთ გამოსავლად მიიჩნია დათმობაზე არ წასვლა და იმის იმედად ყოფნა, რომ „ყველაფერი ჩაწყნარდებოდა.“
ძნელია იმის თქმა, რომ „ყველაფერი ჩაწყნარებულია“ თუ არა, მაგრამ, ვხედავთ იმასაც, რომ გარკვეული თვალსაზრისით გამართლდა ივანიშვილს ნათქვამი – „6 თვე უნდა გავძლოთ“.
ამ პერიოდში „ქართული ოცნება“ არც ერთ კომპრომისზე არ წასულა უპრეცედენტო გარე წნეხის მიუხედავად. ამასობაში ხელისუფლების ბევრი წევრი, მათ შორის შს მინისტრიც კი დასანქცირდა, მაგრამ, ამას ხელისუფლების ქცევაზე არ უმოქმედია.
თქვენ როგორ შეაფასებდით ერთი მხრივ ქუჩაში ხალხის უპრეცედენტო აქტიურობას და მეორე მხრივ ამავე პერიოდში საზოგადოების აქტიურობაზე ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს?
– პრინციპულად არ ვიზიარებ და კატეგორიულად ვეწინააღმდეგები მოსაზრებას იმის შესახებ, რომ უწყვეტ საპროტესტო აქციებს „ქართული ოცნების“ საშინაო პოლიტიკაზე გავლენა არ მოუხდენია. არასწორია, თუ ვინმეს ჰგონია, რომ „ყველაფერი ჩაწყნარებულია“. ფაქტი ჯიუტია, ივანიშვილის გუნდი ვნებიანად და სასტიკი მეთოდებით იბრძვის საკუთარი მოსახლეობის ერთი ნაწილის სამუდამოდ გასაჩუმებლად.
დააკვირდით, მილიარდერის დაჯგუფება ყოველდღიურად უტევს და ავიწროვებს პროტესტს. კვირაში რამდენიმე რეპრესიულ კანონს იღებენ. მხოლოდ იმის გახსენება რად ღირს, რომ 500 ლარიანი ჯარიმები 5000 ლარიან სანქციებად გადააკეთეს, 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა ორ თვემდე გაახანგრძლივეს. სასამართლოები გადატვირთულია, კლანებს დაქვემდებარებული მსაჯულები ვერ აუდიან უსამართლო განაჩენთა გამოტანას.
მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შემდეგ უკვე საჯარო მოხელეების ჩაგვრაზე გადავიდნენ. სააკაშვილიც კი ვერ ბედავდა აქციებში მონაწილეობის გამო სტუდენტების უნივერსიტეტებიდან გარიცხვას, ოლიგარქიამ ესეც იკადრა. სრულიად არაეთიკური, უღირსი პროპაგანდისტები შაბათ დღესაც კი საათობით სხედან სამთავრობო ტელევიზიათა ეთერებში.
პრინციპულად არ ვიზიარებ და კატეგორიულად ვეწინააღმდეგები მოსაზრებას იმის შესახებ, რომ უწყვეტ საპროტესტო აქციებს „ქართული ოცნების“ საშინაო პოლიტიკაზე გავლენა არ მოუხდენია. არასწორია, თუ ვინმეს ჰგონია, რომ „ყველაფერი ჩაწყნარებულია“. ფაქტი ჯიუტია, ივანიშვილის გუნდი ვნებიანად და სასტიკი მეთოდებით იბრძვის საკუთარი მოსახლეობის ერთი ნაწილის სამუდამოდ გასაჩუმებლად
ხელისუფლებას, რომელიც აკონტროლებს პრეზიდენტის ინსტიტუტს, პარლამენტს, ყველა თვითმმართველ ერთეულს, პოლიციას, ჯარს, ეკონომიკის უმთავრეს სექტორებს, მედიის უდიდეს ნაწილს, საკუთარი ძალის დემონსტრირებისთვის სჭირდება ორი-სამი ცუდად აღზრდილი სუბიექტის დაქირავება, რათა აეროპორტიდან შინ მიმავალ V პრეზიდენტს, 72 წლის ქალს თავზე კვერცხები დაახალონ.
ამგვარად მხოლოდ ის ხელისუფლება იქცევა, რომელსაც ყოველი გათენების ეშინია; რომელსაც ღამით არ სძინავს ძალაუფლების დაკარგვის საფრთხეზე განუწყვეტელი, შანი ფიქრის გამო.
აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნება“ რეპრესიებს, უმკაცრეს სისხლის სამართლებრივ პოლიტიკას არ წყვეტს საპროტესტო მუხტის განელების მიუხედავად. ხალხი დაიღალა, ჩვენი თანამოქალაქეები თითქმის ერთი წელია მუხლჩაუხრელად დგანან ქუჩაში. შეუძლებელია ყოველკვირეულად ასობით ათასი ადამიანის დარაზმვა.
„ქართული ოცნება“ რეპრესიებს, უმკაცრეს სისხლის სამართლებრივ პოლიტიკას არ წყვეტს საპროტესტო მუხტის განელების მიუხედავად
ზამთრისა და ადრეული გაზაფხულის სეზონი პოლიტიკური თვალსაზრისით ყოველთვის პასიურია საქართველოში. თითქოს ივანიშვილის ქვეშევრდომებიც უნდა დაწყნარებულიყვნენ და ცოტა ხნით თავი უნდა შეეკავებინათ პირდაპირი, უმუხრუჭო აგრესიისაგან, მაგრამ ისინი ვეღარ ჩერდებიან.
ეს კი კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ მათ ნორმალურად, მშვიდად, ჰუმანურად მართვის რესურსი ამოწურეს და მხოლოდ მახვილის ენით შეუძლიათ თავიანთ შვილებთან, მეზობლებთან, ყოფილ მეგობრებთან საუბარი.
– „ინტერპრესნიუსთან“ წინა მასალაში გაქვთ ნათქვამი – „გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა“.
ფაქტია, რომ ოქტომბრიდან მოყოლებული საზოგადოებამაც და ხელისუფლებამაც ძალიან ბევრჯერ ბეწვის ხიდზე გაიარა და სამოქალაქო ომის ზღვარზე მყოფი ქვეყანა სამოქალაქო ომს გადაურჩა.
მძიმე და რეგიონების ნაწილში უხვთოვლიანი ზამთრის შემდეგ გაზაფხულიც დადგა.
ახლა ის დროა ამ ეტაპზე როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების ამოცანებზე ვიმსჯელოთ.
მოდით, მსჯელობა ხელისუფლების სადღეისო ამოცანებზე საუბრით გავაგრძელოთ. ფაქტია, რომ გამართლდა პოლიტიკის ანალიტიკოსის დავით ზურაბიშვილის პროგნოზი – „სანამ რუსეთ-უკრაინის ომის ამბები საბოლოოდ გადაწყდება, ივანიშვილი არაფერს არ დათმობს“.
„არ დათმობის“ ფარგლებში ხელისუფლებას მოუწია კანონების ისე გამკაცრება, რომ ბევრი დაკვირვებით, „ბევრი არც არაფერი გვიკლია საქართველო ბელორუსს დაემსგავსოს. ბევრი იმასაც ამბობს, რომ ბელორუს კი არა რაც მეტი დრო გადის მეტად ვემსგავსებით რუსეთს, სადაც კანონმდებლობის გამკაცრების პრაქტიკას პრაქტიკულად ერთ ერთში ვიმეორებთ.
ამას ემატება ხელისუფლების ყოველდღიურ რეჟიმში ევროპელი ლიდერების კრიტიკა იმის გამო, რომ ისინი ცდილობენ აგრესორი ს წინააღმდეგ მებრძოლი უკრაინის დახმარებას. თან ტრამპის იმის გამო გულშემატკივრობას და იმის იმედად ყოფნას, რომ ტრამპი -ში დიფ სთტეიტს დაამარცხებს, „ქართული ოცნება“ „ნაცმოძრაობას“ გაასამართლებს და „ყველაფერი კარგა იქნება“.
ამის პარალელურად თვალს ვადევნებთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ვიზიტებს ახლო სამეზობლოში და იმის გამო სიხარულს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ქალბატონი ბოჭორიშვილი გაეროს მიწვევით ქალთა ორგანიზაციების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
პოლიტიკური თვალსაზრისით მძიმე ზამთრის შემდეგ, თქვენი დაკვირვებით იმ მოცემულობაში, რომელშიც ხელისუფლება იმყოფება, რა ამოცანები შეიძლება ჰქონდეს ხელისუფლებას?
– ხელისუფლებას ორი უმთავრესი მიზანი აქვს დასახული.
„ქართული ოცნების“ წევრებს სურთ, რომ ქვეყანაში საბოლოოდ გაფორმდეს ავტორიტარიზმი და დამყარდეს ისეთი რეჟიმი, სადაც სახელისუფლებო ვერტიკალის მეთაური სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნებს თავის პოზიციას. ივანიშვილის ამოცანაა იცოცხლოს დიდ ხანს და სიცოცხლის ბოლომდე იყოს ამ სახელმწიფოს მაგვარი წარმონაქმნის ბატონ-პატრონი. ის არაფერს მოერიდება საკითხის სათავისოდ გადასაწყვეტად.
თუ საჭირო გახდა, საქართველოში ჯერ კიდევ შემორჩენილ, 50 წლამდე ასაკის, განათლებული ადამიანების ფენას ქვეყნიდან გააქცევს ან ციხეში ჩაყრის, ხიშტზე წამოაგებს თავის ყველა სერიოზულ ოპონენტს.
ივანიშვილის ამოცანაა იცოცხლოს დიდ ხანს და სიცოცხლის ბოლომდე იყოს ამ სახელმწიფოს მაგვარი წარმონაქმნის ბატონ-პატრონი. ის არაფერს მოერიდება საკითხის სათავისოდ გადასაწყვეტად
მილიარდერის შემადგენლობის მეორე მიზანია ქვეყნის ერთგვარ ბუფერულ ზონად ქცევა. ამ უშინაარსო, უფორმო, გაუგებარი ზონის კარი ფართოდ იქნება ღია სპეკულაციური, ნახევრად კრიმინალური ეკონომიკის ნებისმიერი, დასავლელი თუ აღმოსავლელი საშუალო და მსხვილი წარმომადგენლისთვის.
მიზნების მისაღწევად ხელისუფლებას სჭირდება პროტესტის უსაშველოდ გაჭიანურება, ხალხის გადაღლა, მოქალაქეებს შორის უიმედობისა და უპერსპექტივობის განცდის გაღვივება, შეურიგებელი და კეთილსინდისიერი მოწინააღმდეგეების განეიტრალება, ნაციონალური მოძრაობისა და მასთან დაკავშირებული ჯგუფების ცენტრალურ ოპოზიციად მონიშვნა.
ძალიან მნიშვნელოვანია ხალხში საგანგებო მდგომარეობის შეგრძნების შენარჩუნება, რათა ყავლი არ გაუვიდეს „ქართული ოცნების“ უნიჭო იდეოლოგთა მიერ შეთხზულ შეთქმულების თეორიებს.
მილიარდერის შემადგენლობის მეორე მიზანია ქვეყნის ერთგვარ ბუფერულ ზონად ქცევა. ამ უშინაარსო, უფორმო, გაუგებარი ზონის კარი ფართოდ იქნება ღია სპეკულაციური, ნახევრად კრიმინალური ეკონომიკის ნებისმიერი, დასავლელი თუ აღმოსავლელი საშუალო და მსხვილი წარმომადგენლისთვის
პროტესტის მონაწილეთა დამსახურებაა, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ მეზობლებისა და დესპოტიების გარდა არავინ ელაპარაკება. თუ პროტესტი მინავლდა, საერთაშორისო იზოლაციაც შესუსტდება. მმართველი პარტია მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებს, რათა საქართველოს ყველა გულშემატკივარმა იფიქროს – ქართულ დემოკრატიას გამარჯვება არ უწერია.
აუცილებლად უნდა დავსვათ აქცენტი უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისზეც. თითქმის ყველა მონოინდუსტრიულ ქალაქში – ჭიათურა, ტყიბული, ზესტაფონი, აგარა მუშაობა პარალიზებულია, კატასტროფულ მდგომარეობაშია სტუმარ-მასპინძლობის სექტორი, ჭირს პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვა, „ქართული ოცნება“ ვალს ვალზე იღებს, რათა სიტუაცია დააბალანსოს. გვიყვებიან მითებს 11%-იანი ეკონომიკური ზრდის შესახებ, რომელიც მოსახლეობის უმცირეს და უმდიდრეს 1%-ზე თუ აისახება.
პროტესტის მონაწილეთა დამსახურებაა, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ მეზობლებისა და დესპოტიების გარდა არავინ ელაპარაკება. თუ პროტესტი მინავლდა, საერთაშორისო იზოლაციაც შესუსტდება. მმართველი პარტია მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებს, რათა საქართველოს ყველა გულშემატკივარმა იფიქროს – ქართულ დემოკრატიას გამარჯვება არ უწერია
შესაბამისად, ივანიშვილის გუნდის ამოცანაა, რომ პროტესტის გაჭიანურება-დეზინტეგრაციის პარალელურად, ბუფერული სივრცის სტატუსის მოპოვებამდე როგორმე აპარატზე მაინც მიაერთოს საქართველოს ეკონომიკა. ამ მიზნით დადიან ჩვენი ე.წ. ლიდერების თემურ ლენგის მონუმენტებთან და დიდი ხნის წინ მივიწყებულ ძველ, მდიდარ პარტნიორებთან.
– აშკარაა, რომ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ თეთრი სახლის ადმინისტრაციასა და ტრამპის გუნდსა და ევროპის პოლიტიკურ კლასს „ღირებულებითი“ განსხვავებები ბევრი აღმოჩნდა. ამის ნათელი მაგალითი იყო 2025 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, აშშ-ს ვიცე პრეზიდენტისა და უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებები. მათ შორის ისეთ თემაზე, რაც -რუსეთის ომს უკავშირდებოდა.
ვხედავთ, რომ ახლა ევროპამ, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაიწყო ევროპის უსაფრთხოების ახალი სისტემის შესაქმნელად. ფაქტია რომ პროცესები ამ მიმართულებით განვითარდება მიუხედავად იისა, ამ პროცესში რა როლის შესრულებას მოისურვებს ტრამპი და მისი გუნდი.
ვიცი, რომ ევროკავშირისა და ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების ლიდერებთან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას საკმაოდ დაძაბული თუ არა ცივი ურთიერთობები აქვს.
„ქართული ოცნების“ ლიდერები ტრამპს გულშემატკივრობენ იმაში რომ იგი ევროპულ დიფ სთეითს დაამარცხებს და ამის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას გაუადვილდება ევროკავშირისა და ევროპის ლიდერებთან ურთიერთობების გაუმჯობესება.
არადა, ბევრი თვლის, რომ ახლა როცა ევროპაში უსაფრთხოების ახალი სისტემა ყალიბდება,
იმ მოვლენების ფონზე, რაც ახლა ევროპის პოლიტიკურ ველზე ხდება, ურთიერთობის რა ფორმას აირჩევს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება?
– მილიარდერს ჯერ კიდევ დარჩა მიზერული შანსი ზოგიერთ საკითხზე მაინც გამონახოს საერთო ენა ტრამპის ადმინისტრაციასთან. თუ სასწაული მოხდა და ისინი პირდაპირ კონტაქტზე გავიდნენ ოფიციალურ ვაშინგტონთან, მათ მაინც მეორეხარისხოვან საკითხებზე მოუწევთ მსჯელობა, რადგან საქართველო აგვიანებს, საქართველო ჩამორჩენილია. ალიევიც და ფაშინიანიც უკვე პირდაპირ დიალოგს აწარმოებენ თეთრ სახლთან, არც თურქეთს და რუსეთს უჭირთ აშშ-თან კომუნიკაცია.
საქართველო რჩება ერთადერთ ქვეყნად რეგიონში, რომელმაც ხმა ვერ მიაწვდინა მსოფლიოს ვერც ერთ უმთავრეს პოლიტიკურ ცენტრს. სამხრეთ კავკასიის ყველაზე ხელმოცარული და ჩამორჩენილი ქვეყანა დღეს საქართველოა.
საქართველო რჩება ერთადერთ ქვეყნად რეგიონში, რომელმაც ხმა ვერ მიაწვდინა მსოფლიოს ვერც ერთ უმთავრეს პოლიტიკურ ცენტრს. სამხრეთ კავკასიის ყველაზე ხელმოცარული და ჩამორჩენილი ქვეყანა დღეს საქართველოა
თუ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ულტრაკონსერვატიული დღის წესრიგის ნიადაგზე „ქართულ ოცნებას“ კავშირზე გასვლის მიზერული შანსი მაინც აქვთ, ევროპასთან მიმართებით ვითარება უიმედოა.
მონღოლეთის დღევანდელ ხელისუფლებას უფრო მეტი გულშემატკივარი ჰყავს ევროპაში, ვიდრე საქართველოს. ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში საქართველო უპირობოდ დარჩება საერთო ევროპული უსაფრთხოების სისტემის მიღმა.
„ქართულ ოცნებას“ დიდი კოშმარი ელის წინ. უკვე იგრძნობა ევროპის გამოცოცხლების ნიშნები, უფრო და უფრო მეტი ევროპელი აცნობიერებს, რომ კონტინენტის თავზე აშშ-ის დამცავი ფარი დაიმსხვრა, ამიტომ აუცილებელია გამოფხიზლება, საკუთარი თავის იმედად ყოფნა, საერთო ევროპული იდეებით ძლიერი პოზიციონირება.
თუ ევროპა მსოფლიოს წინაშე ერთიანი გეოპოლიტიკური აქტორის სახით წარსდგა „ქართულ ოცნებას“ განსაცდელი ელის, რადგან ს გარდა მათ სატელეფონო ზარებსაც კი უკვე აღარავინ პასუხობს, ევროპა დიქტატურის დამყარებას და ავტორიტარიზმის ივანიშვილის სიცოცხლის ბოლომდე გაჯანჯლებას არ დაუშვებს.
– ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ პოლიტიკა ექნება აშშ-ს- საქართველოსთან მიმართებაში.
უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის განცხადებები და ქცევა იმდენ პასუხგაუცემელ კითხვას აჩენს, არაა გამორიცხული, თეთრი სახლის პოლიტიკა საქართველოს მიმართ ისეთი აღმოჩნდეს, როგორც ეს ჩვენს ოპოზიციურ სპექტრს წარმოუდგენია.
თუ ვაშინგტონის პოლიტიკა ოფიციალური თბილისის მიმართ ისეთი იქნა, როგორც ოპოზიცია იმედოვნებს, თქვენი ვარაუდით, მოქმედების რა გზას აირჩევს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და ამავე პარტიის საპატიო თავმჯდომარე ?
– ივანიშვილს თავისი გზა უკვე არჩეული აქვს. მას სურს მართოს ეს ქვეყანა მარტომ და ანგარიში გაუწიოს მხოლოდ მას, ვინც მის ძალაუფლებას არ დაემუქრება. ოლიგარქს იმედი აქვს, რომ სამეზობლოს რეგიონული ზესახელმწიფოები ზურგს გაუმაგრებენ.
ბატონი ბიძინა დარწმუნებულია, რომ რეჟიმს სასიცოცხლოდ მეზობელი იმპერიების მხარდაჭერაც ეყოფა. თუ შეერთებული შტატები მიიღებს მის მმართველობას, მილიარდერს მხოლოდ გაუხარდება. თუ არადა, „წილი ნაყარია, რუბიკონი გადალახულია“ – „ქართული ოცნება“ რუსეთის ორბიტაზეა.
თუ შეერთებული შტატები მიიღებს მის მმართველობას, მილიარდერს მხოლოდ გაუხარდება. თუ არადა, „წილი ნაყარია, რუბიკონი გადალახულია“ – „ქართული ოცნება“ რუსეთის ორბიტაზეა
თუმცა ცხადია, „ქართულ ოცნებაზეც“ და მთელს სამყაროზეც უმნიშვნელოვანესი გავლენა აქვს იმ გაურკვევლობას, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში სუფევს. ფაქტია, უსაფრთხოების ძველი არქიტექტურა დაინგრა, მაგრამ ახალი წყობა ჯერ არ ჩამოყალიბებულა.
გასაგებია, რომ შეერთებული შტატები თავისი სიმძიმის ცენტრის ოკეანის გადაღმა გადატანას აპირებს. მაგრამ არავინ იცის რა დოზით, რა ფორმით, რა მასშტაბით დარჩება იგი ევროპაში, საბოლოოდ რა როლს შეასრულებს ტრამპი უკრაინის ომის გადაწყვეტის საქმეში.
შესაბამისად, უსაფრთხოების ახალ არქიტექტურასთან დაკავშირებული ყველა საკითხი დროებით გაყინულია, ადამიანებს დაუსრულებელი მოლოდინი ტანჯავთ.
– ოქტომბრიდან დაწყებულმა ქუჩის აქციებმა ბევრი რამ დაგვანახა. უმთავრესი კი ისაა, რომ საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილს აღმოჩნდა თვითორგანიზებისა და სოლიდარობის უნარი.
აქციებმა ისეთი მასშტაბი და მუხტი ჰქონდა, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს არც კი უცდიათ ხალხის ამ მოძრაობას სათავეში ჩასდგომოდნენ. ასე მოხდა იმის გამო რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა დაინახეს, რომ ხალხი ქუჩაში მათ გამო კი არა, ქვეყნის პროდასავლური კურსის გამო გამოვიდა.
მეტიც, მასში ჩართული აღმოჩნდა პოლიტიკური თვალსაზრისით საკმაოდ მომწიფებული, იდეური და განათლებული ახალგაზრდობის ნაწილი, რომლისთვისაც ნეპოტიზმი, კორუფცია და ზოგადად უსამართლობა მიუღებელია.
აღმოჩნდა, რომ პროტესტანტებს შორის მსოფლმხედველური განსხვავებებიც არსებობს, მაგრამ, ყველა ისინი ერთიანნი იყვნენ იმაში, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი და შესაბამისი საგარეო პოლიტიკა უნდა გაეტარებინა.
„ინტერპრესნიუსთან“ წინა მასალაში გაქვთ ნათქვამი – „დღეს საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიები საზოგადოების მოთხოვნებსა და მისწრაფებებს სათანადოდ ვერ პასუხობენ და გამოხატავენ. წესით და რიგით, ქართველი ხალხი ჩვენს პოლიტიკურ კლასთან შედარებით მრავალჯერ უფრო კულტურული და გემოვნებიანი უნდა იყოს“.
თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც უკანასკნელი 100-ზე მეტი დღე ქუჩაში ხდებოდა, ამ აქციებმა რა დაგვანახა?
– აქციებმა დაგვანახა, რომ საპროტესტო ტალღის ხერხემალს თბილისის ურბანული კლასი წარმოადგენს. მოხიბლული ვარ ჩემი თანაქალაქელების გამძლეობითა და თანმიმდევრულობით, ევროპული ინტეგრაციისა და დემოკრატიის იდეებისადმი მათი ერთგულებით.
საქართველოს მოსახლეობის ერთ ნაწილს, პროპაგანდის მსხვერპლად ჩამოყალიბებულ ნაწილს ძალიან უჭირს საპროტესტო მოძრაობის ორი შესანიშნავი, ბრწყინვალე მახასიათებლის აღმოჩენა.
„იმედის“ ტელეეკრანიდან არ ჩანს, რომ პროტესტი თვითორგანიზებულია, პარტიები წინააღმდეგობაში გარეშე დამკვირვებელთა რანგით მონაწილეობენ. ბუნებრივია, „ქართული ოცნების“ პროპაგანდით მოწამლულ ჩვენს თანამოქალაქეებს იმის შემჩნევაც უჭირთ, რომ პროტესტი მრავალფეროვანია და ლიბერალთა მიღმა, სოციალისტური ან კონსერვატიული შეხედულებების მქონე ადამიანებსაც აერთიანებს.
„ქართული ოცნების“ პროპაგანდით მოწამლულ ჩვენს თანამოქალაქეებს იმის შემჩნევაც უჭირთ, რომ პროტესტი მრავალფეროვანია და ლიბერალთა მიღმა, სოციალისტური ან კონსერვატიული შეხედულებების მქონე ადამიანებსაც აერთიანებს
საპროტესტო მოძრაობას ორი ნაკლიც შეგვიძლია აღმოვუჩინოთ: 1. მოძრაობა დედაქალაქშია ლოკალიზებული და ვერ ახერხებს დაკავშირებას სოციალური უსამართლობის ისეთ კერებთან, როგორიც არის, ვთქვათ, ჭიათურა. პროტესტის მონაწილეებს უჭირთ დანარჩენი საზოგადოებისთვის იმის ახსნა, რომ მხოლოდ უბადრუკი პროცედურული დემოკრატიისთვის კი არ ვიბრძვით, არამედ ვესწრაფვით ფუნდამენტურ სოციალურ ცვლილებებს.
არავინ ამბობს მკაფიოდ, რომ მხოლოდ ევროკავშირი და დემოკრატია კი არ გვსურს, არამედ გვინდა, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობით, დემოკრატიული ინსტიტუტების გამოყენებით ჩვენს საზოგადოებაში უფრო სამართლიანად გავანაწილოთ ფული და ძალაუფლება, რესურსები და ხელისუფლება.
არავინ ამბობს მკაფიოდ, რომ მხოლოდ ევროკავშირი და დემოკრატია კი არ გვსურს, არამედ გვინდა, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობით, დემოკრატიული ინსტიტუტების გამოყენებით ჩვენს საზოგადოებაში უფრო სამართლიანად გავანაწილოთ ფული და ძალაუფლება, რესურსები და ხელისუფლება
ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ევროპული ინტეგრაციისა და დემოკრატიული წეს-წყობილების დამყარების მთავარ შედეგად გვესახება ქვეყანაში სიღარიბის შემცირება. 2. პერიფერიისგან დისტანცირებისა და სოციალური თემების გარიყვის გარდა, აღსანიშნავია ისიც, რომ პროტესტის მუხტი ვერ აღწევს უფროსი ასაკის ადამიანთა გულებამდე.
უმრავლესობა სკეპტიკურად არის განწყობილი მოძრაობის მიმართ. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი კომუნიკაციის შემთხვევაში მათი თანაგრძნობის გარეშე დარჩენა გამორიცხულია.
– ისეთი პირი უჩანს, რომ რეპრესიების მიუხედავად, საპროტესტო ტალღა ქუჩაში კვლავ გაგრძელდება, არაა გამორიცხული მან სხვა ფორმები მიიღოს. თუ როგორი, ალბათ ამას დრო გვიჩვენებს.
ორიოდ დღის წინ ქუჩის აქციაში მონაწილეებმა, რომლებიც მანამდე მოძრაობა „თავისუფალ მოედანში“ იყვნენ გაერთიანებული, პოლიტიკური პარტია დააფუძნეს. აქციებში მონაწილე ახალგაზრდების ნაწილი დაიწყო სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანებებისა და ფორმატების შექმნა.
ვიცით, რომ ქართულ პოლიტიკურ ველზე „სოციალ-დემოკრატებიც“ გამოჩნდნენ. როგორც ჩანს, რადგან ეს პროცესი დაიწყო იმ წრეებში, რომლებიც საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობდნენ, გაგრძელდება და გარკვეულ პოლიტურად გაფორმებულ სახესაც მიიღებს.
სავარაუდოდ, როგორ დასრულდება ის პოლიტიკური დუღილი, რომელიც ქუჩაში პროტესტანტების წრეებში დაიწყო?
– ჯერ დემოკრატია უნდა გამოვგლიჯოთ ხელიდან ოლიგარქიას. თუ მეტ-ნაკლებად სამართლიანი არჩევნებს, მისი ჩატარების უფლებას მოვიპოვებთ და რეპრესიული კანონმდებლობისგანაც გავთავისუფლდებით, მაშინ ქვეყანას წინ კათარზისი ელის, რომლის შედეგადაც ნელ-ნელა პოლიტიკურ ველზე ახალი, იდეური პოლიტიკური ძალები დამკვიდრდებიან.
ცხადია, ეს არავის აწყობს, არც დღევანდელ ხელისუფლებას და არც ოპოზიციას, არც პლუტოკრატიას (მდიდართა ფენას), მაგრამ მათ დრო უკვე მოჭამეს, იურულ პერიოდსაც აქვს დასასრული.
– ახლა „ქართული ოცნებას“ დაწყებული აქვს კამპანია იმაზე, მიიღებს თუ არა ოპოზიცია მონაწილეობას ოქტომბრისათვის დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებში.
ოპოზიციურის სპექტრის უმრავლესობა თვლის, რომ ვიდრე რიგგარეშე საპარლამენტო არ ჩატარდება, ისინი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ.
საუბარია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე, რომელსაც არა კალანდარიშვილის , არამედ არჩევნების საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით ჩატარებაა ნავარაუდები.
რადგან ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა-არმონაწილეობის თემა აქტუალურია, მოახლოებულ არჩევნებში, როცა ცესკოს-ს ბატონი კალანდარიშვილი უხელმძღვანელებს, უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა ოპოზიციამ თუ არა?
– ადგილობრივი არჩევნების თემა „ქართულმა ოცნებამ“ გააქტიურა, ეს „ქართული ოცნების“ მოე, ვინც ამ სივრცეში შევა ავტომატურად აღმოჩნდება ოლიგარქის გავლენის ქვეშ და მის წისქვილზე დაასხამს წყალს.
თან საკუთარი გამოცდილებიდანაც ხომ უნდა ვისწავლოთ რაღაც?! 2008 წელს არჩევნების გაყალბების გამო მაშინდელმა ოპოზიციონერებმა საჯაროდ დაანაკუწეს საპარლამენტო მანდატები და უარი თქვეს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობაზე.
ადგილობრივი არჩევნების თემა „ქართულმა ოცნებამ“ გააქტიურა, ეს „ქართული ოცნების“ მოედანია, ვინც ამ სივრცეში შევა ავტომატურად აღმოჩნდება ოლიგარქის გავლენის ქვეშ და მის წისქვილზე დაასხამს წყალს
წელიწად ნახევარში კი იგივე ძალებმა არაადეკვატური აღტყინებით დაიწყეს ბრძოლა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე წარმატების მოსაპოვებლად. როგორ დამთავრდა მათი მცდელობა? ხალხი გაოგნებული აკვირდებოდა პარლამენტიდან გამოქცეულ და ქარელის საკრებულოში ადგილების მოსაპოვებლად მიმავალ პოლიტიკოსებს. პარლამენტის მანდატების დანაკუწებისა და გაყალბების შემთხვევების უპასუხოდ მიტოვების შემდეგ მუნიციპალურ არჩევნებში ჩართულმა ოპოზიციამ საქმიანობა ფიასკოთი დაასრულა.
2010 წლის ადგილობრივი კენჭისყრით ხელისუფლების გარდა მხოლოდ სატელიტურმა ან ახლად გამოჩეკილმა ჯგუფებმა იხეირეს, რადგან ერთ-ორი დეპუტატის გაყვანითა და მედიის ყურადღებით საკუთარი თავი შეახსენეს საზოგადოებას.
თუ „ოცნება“ გადარჩა, ზუსტად იგივე სცენარი გველის წინ.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი