უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ერთი რაკეტა და 79 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ერთი რაკეტა და 79 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით „ისკანდერ-მ“ ტიპის 1 ბალისტიკური რაკეტა და 126 დრონი გაუშვეს.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ერთი „ისკანდერ-მ“ ტიპის რაკეტა და 79 დრონი ჩამოაგდეს, ხოლო რუსების მიერ გაშვებული 35 დრონი უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.
„მტრის თავდასხმის შედეგად დონეცკის, ოდესის, ხარკოვის, სუმისა და ს ოლქები დაზარალდა“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ჩერნიგოვის, კიევის, ჟიტომირის, ვინიცის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ოდესისა და ხერსონის ოლქებში გაანადგურეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – სასამართლოთი დადასტურდა, რომ თანხები პირდაპირ იხარჯებოდა სააკაშვილის ბოტოქსზე, მის გახდომაზე, მისი თმის მოვლაში – მე ამ საქმეს შევაფასებდი „ხალხის ფულის ჭამის საქმედ“