ილონ მასკი აცხადებს, რომ პლატფორმა X “მასშტაბური კიბერშეტევის” სამიზნეა

სოციალური ქსელის Х (ყოფილი Twitter) მომხმარებლები 10 მარტს იუწყებოდნენ მრავალ შეფერხებაზე მის მუშაობაში, შეტყობინებები ვრცელდებოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მომხმარებლები ჩიოდნენ, რომ ვერც თავიანთ ანგარიშებზე შედიან და ვერც პლატფორმის ვებსაიტზე, იყო პრობლემები შეტყობინებების მიღებასთან და გაგზავნასთან, არ ხერხდებოდა ახალი ამბების განახლება.
მედიაში გავრცელებული ცნობებით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა ჰაკერულმა ჯგუფმა Dark Storm Team.
პლატფორმაზე Х შეფერხებები ორშაბათს დილით დაიწყო. საღამოსთვის სოციალური ქსელი მეტნაკლებად სტაბილურად მუშაობდა, თუმცა კვლავ ვრცელდებოდა ცნობები შეფერხებების თაობაზე.
სოციალური ქსელის მფლობელმა, ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა განაცხადა მასშტაბურ კიბერთავდასხმაზე X-ის სერვერის წინააღმდეგ. “ჩვენზე შეტევა ყოველდღე ხორციელდება, მაგრამ დღეს ამაში ბევრი რესურსი იო ჩართული. ამაში მონაწილეობს ან კოორდინირებული დიდი ჯგუფი, ან მთელი ქვეყანა” – წერს მასკი. მისი თქმით, პლატფორმის ტექნიკური გუნდები პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობენ.
2025 წლის დასაწყისისთვის სოციალურ ქსელ Х-ს 650 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავდა. მათ შორის არიან კომპანიებიც და კერძო პირებიც.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – თავის დროზე რუსთაველზე ოკუპაციას როდიონოვი ცდილობდა და ახლა ბურჭულაძე-როდიონოვები ცდილობენ – უცხოური ძალა რუსი ოკუპანტი იქნება, თუ სხვა, ვინც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას ხელყოფს, მნიშვნელობა არ აქვს

მარია ზახაროვა – ფრანგმა მესაზღვრეებმა რუსეთის საგარეო უწყების თანამშრომელი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დააკავეს და მას კომპიუტერი და ტელეფონი ჩამოართვეს – ამას პასუხის გარეშე არ დავტოვებთ