სტივ ვიტკოფი აცხადებს, რომ თავდაცვითი მიზნებისთვის -ს უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება არ შეუწყვეტია

ვიმედოვნებთ, რომ უკრაინის დელეგაციასთან შეხვედრაზე მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწევთ, – ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთში -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ ვიტკოფმა ხვალ, საუდის არაბეთში აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის დაგეგმილი შეხვედრის წინ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ვფიქრობ, იქ იმ მოლოდინით მივდივართ, რომ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწევთ“, – განაცხადა სტივ ვიტკოფმა.
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბუნებრივი რესურსების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწეროს მიმდინარე კვირაში, ვიტკოფმა უპასუხა, რომ „ამის იმედი აქვს და ყველა ნიშანი პოზიტიურია“.
ვიტკოფის ცნობით, საუდის არაბეთში დაგეგმილ შეხვედრაზე მხარეები უკრაინის უსაფრთხოების, ტერიტორიულ და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების საკითხებს განიხილავენ.
ამასთან, ვიტკოფმა აღნიშნა, რომ თავდაცვითი მიზნებისთვის აშშ-ს უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება არ შეუწყვეტია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – გერმანიას დედას რომ აგინებ, მერცს იდიოტს ეძახი და მერე ელოდები, რომ რაღაც შეიცვლება, მაშინ აზროვნებით პაპუაშვილი უნდა იყო – დასჭირდებათ დასავლეთი? – გადაითამაშებენ დასავლეთს, დასჭირდება რუსეთი? – გადმოითამაშებენ აქეთ

ხათუნა თოთლაძე – მზად ვიყავით და ვართ, ევროკავშირთან, წევრ ნებისმიერ სახელმწიფოსთან გავხსნათ და აღვადგინოთ დიალოგი – ჩვენი ღრმა რწმენით, თითოეული კანონი ემსახურება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას