იმ პოლიტიკამ, რაც ამ წლების განმავლობაში შეერთებულ შტატებში ხორციელდებოდა, თავად შტატებსაც შეუქმნა პრობლემები

Deep State-ის მხრიდან საქართველოს ომში ჩართვის მცდელობის აღკვეთაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. როგორც მან აღნიშნა, იმ პოლიტიკამ, რაც ამ წლების განმავლობაში Deep State-ის მხრიდან შეერთებულ შტატებში ხორციელდებოდა, ბევრ ქვეყანას ავნო და არც ამერიკის შეერთებული შტატები აღმოჩნდა გამონაკლისი.
„დღეს, როდესაც ტრამპმა დაიწყო Deep State-ის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს ნიშნავს იმას, რომ მას გარკვეულწილად სურს ამ გავლენების შემცირება. თუმცა, რამდენად შეძლებს და რამდენადაა ბოლომდე მონდომებული, ამაზე ამ წუთში ცოტა ძნელია საუბარი. ფაქტი ერთია – თვითონ იმ პოლიტიკამ, რაც ამ წლების განმავლობაში შეერთებულ შტატებში ხორციელდებოდა, თავად შტატებსაც შეუქმნა პრობლემები.
ბალტიისპირეთის ყოფილი სამი რესპუბლიკა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ს ინტერესები გადავიდეს სხვა მხარეს, თვითონ იყვნენ მშვიდად და გააგრძელონ ვაჭრობა რუსეთთან და მეორე, რაღაცნაირად თავს იჩენს პატარა კაცის სინდრომი, იმიტომ, რომ ბალტიისპირელებს ევროკავშირში სერიოზულად არავინ იღებს,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, ნარკოტიკების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა იწყება, ლიბერალების მიერ თავს მოხვეული, ლიბერალური ნარკოპოლიტიკა, რომელმაც ათასობით ოჯახი დააზარალა, წარსულს ჩაბარდა