ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა დმიტრი სელიუკმა Sportskp.ru-სთან ინტერვიუში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში “ნაპოლისა” და “ბარსელონას” დაპირისპირებაზე ისაუბრა.
იაია ტურეს ყოფილი წარმომადგენლის თქმით, თუ “პარტენოპეის” გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია “ბლაუგრანასთან” თავს გამოიჩენს, მის მიმართ ევროპული გრანდების დაინტერესება კიდევ უფრო გაიზრდება.
“ნაპოლისა” და “ბარსელონას” დაპირისპირებაში ფავორიტის დასახელება რთულია. ხვიჩას ნაწილობრივ გაუმართლა, რადგან თუ “ბარსელონასთან” გაიბრწყინებს, მის მიმართ ევროპული გრანდების დაინტერესება გაიზრდება. მართალია, რომ ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელია, თუმცა კატალონიურ გუნდთან წარმატების მიღწევის შემთხვევაში, მასზე უფრო ბევრს ისაუბრებენ”, – განაცხადა სელიუკმა.
შეგახსენებთ, გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება ნეაპოლში,
21 თებერვალს გაიმართება, საპასუხო მატჩი კი კატალონიაში 12 მარტს შედგება.