Yoga სერიის ახალი ინოვაციური და მრავალფუნქციური ლეპტოპები ხელოვნური ინტელექტით: Lenovo Yoga Slim 9i, Lenovo Yoga Book 9i და Lenovo Yoga 2-in-1 Aura Edition, რომლებიც კომპანია Lenovo-მ CES 2025-ის გამოფენაზე წარადგინა, მალე საქართველოშიც იქნება ხელმისაწვდომი.
Lenovo Yoga Slim 9i მსოფლიოში პირველი ნოუთბუქია ეკრანში ჩაშენებული კამერით (Camera-Under-Display). ამგვარად, კამერის გათიშვის შემთხვევაში, მომხმარებელს აქვს მთლიანი ეკრანი კამერის კონტურის გარეშე, რომლის ფართობიც მოწყობილობის კორპუსის 98%-ს შეადგენს. ლეპტოპს ასევე აქვს 14 დუიმიანი 4k OLED ეკრანი, 120 ჰც განახლების სიხშირით. PureSight Pro ეკრანს აქვს sRGB, P3 და Adobe RGB-ს 100%-იანი მხარდაჭერა და TÜV Low Blue Light-ისა და Eyesafe® Display-ის სერტიფიცირება, მომხმარებლის თვალების კომფორტისა და დაცვის უზრუნველსაყოფად.
