– საუდის არაბეთში დაგეგმილი შეხვედრის შედეგების იმედი გვაქვს და ეს ეხება როგორც მშვიდობასთან დაახლოებას, ასევე -ის მხარდაჭერას

უკრაინის პრეზიდენტი, იმედოვნებს, რომ საუდის არაბეთში უკრაინისა და -ის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედეგიანი იქნება როგორც მშვიდობასთან დაახლოების, ასევე უკრაინის მიმართ შეერთებული შტატების მხარდაჭერის კუთხით.
„გავაგრძელებთ მუშაობას მშვიდობასთან დაახლოების მიზნით – ვეწვევი საუდის არაბეთს. კიდევ უფრო მომზადებული გახდა ჩვენი გუნდების შეხვედრა საუდის არაბეთში. შედეგების იმედი გვაქვს და ეს ეხება როგორც მშვიდობასთან დაახლოებას, ასევე მხარდაჭერის გაგრძელებას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ადრე განაცხადა, რომ 10 მარტს საუდის არაბეთში გაემგზავრება, სადაც პრინც მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდება და რომ მისი გუნდი ქვეყანაში დარჩება და ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებებს გამართავს.
8 მარტს ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ 11 მარტს დაგეგმილ მოლაპარაკებებზე უკრაინას წარმოადგენენ : პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და პრეზიდენტის ოფისის უფროსის ხელმძღვანელის მოადგილე პაველ პალისა. გუშინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო უკრაინელ კოლეგებთან მოლაპარაკებებისთვის 10-12 მარტს საუდის არაბეთს ეწვევა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – გერმანიას დედას რომ აგინებ, მერცს იდიოტს ეძახი და მერე ელოდები, რომ რაღაც შეიცვლება, მაშინ აზროვნებით პაპუაშვილი უნდა იყო – დასჭირდებათ დასავლეთი? – გადაითამაშებენ დასავლეთს, დასჭირდება რუსეთი? – გადმოითამაშებენ აქეთ

ხათუნა თოთლაძე – მზად ვიყავით და ვართ, ევროკავშირთან, წევრ ნებისმიერ სახელმწიფოსთან გავხსნათ და აღვადგინოთ დიალოგი – ჩვენი ღრმა რწმენით, თითოეული კანონი ემსახურება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას