კანადის „ლიბერალური პარტიის“ ლიდერის არჩევნებში მარკ კარნიმ გაიმარჯვა და ის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჯასტინ ტრუდოს ჩაანაცვლებს

გაერთიანებული სამეფოსა და კანადის ცენტრალური ბანკის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მარკ კარნიმ „ლიბერალური პარტიის“ ლიდერის არჩევნებში გაიმარჯვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჯასტინ ტრუდოს ჩაანაცვლებს, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პარტიის ლიდერის არჩევნებში სულ ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა და მარკ კარნიმ 131 674 ხმა, ანუ ხმების 85.9%-ი მიიღო.
ჯასტინ ტრუდო ჯერ ოფიციალურად უნდა გადადგეს იმისთვის, რომ კარნიმ დადოს ფიცი გენერალური გუბერნატორის წინაშე, რომელიც კარნის მთავრობის ფორმირებისთვის მიიწვევს.
ამასთან, კანადაში საყოველთაო 20 ოქტომბრამდე უნდა ჩატარდეს, რომლის დროსაც კანადელ ხალხს მიეცემა საშუალება, გამოხატოს თავისი აზრი იმის შესახებ, თუ ვინ უნდა უხელმძღვანელოს ქვეყანას.

ასევე დაგაინტერესებთ

საგარეო უწყება – ევროპის საბჭო და ორგანიზაციის წევრი 46 ქვეყანა კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტის უკანონო ამოქმედებისა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში საჰაერო მიმოსვლის განხორციელების დაწყების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

ნიკა ჩიტაძე – ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება საინფორმაციო ომს აგებს და ეს არის პრობლემა – „ქართული ოცნება“ აჯერებს ხალხს, რომ თუ არ იქნებიან ხელისუფლებაში, იქნება ომი, „ნაცები“ დაბრუნდებიან, ევროპა ქართველობას გვართმევს