ბუდუმ ნავსი გატეხა – სადებიუტო ბუნდესგოლით თავის გუნდს ქულა მოუპოვა

ბუნდესლიგის 25-ე ტურში „ჰაიდენჰაიმი“ გასვლაზე „ჰოფენჰაიმს“ დაუზავდა – 1:1.
პირველი ტაიმი მასპინძლებმა 1:0 მოიგეს, შესვენების შემდეგ სტუმართა გუნდში ბუდუ ზივზივაძე შევიდა შეცვლაზე და ანგარიში გაათანაბრა.
ზივზივაზემ ჩემპიონატზე ჩატარებულ მეათე მატჩში პირველად გაიტანა, ნავსი გატეხა და იმედია, მომავალ შეხვედრებში ხშირად გამოირჩევა შედეგიანობით.
ბუდუმ, რომლის დაბადების დღე ხვალაა, ანალიტიკური საიტებისგან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღო: flashscore 8.3, sofascore 8.1, whoscored 7.9.
„ჰაიდენჰაიმი“ 16 ქულით აუტსაიდერია და 16 მარტს „ჰოლშტაინს“ უმასპინძლებს.
ჰოფენჰაიმი – ჰაიდენჰაიმი 1:1
გოლები: 1:0 ტაბაკოვიჩი (54), 1:1 ზივზივაძე (65)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში