ლინდსი გრემი: მომავალ კვირას მე წარვადგენ სანქციებს მისი [რუსეთის] საბანკო და ენერგეტიკული სექტორების წინააღმდეგ, რათა ვაიძულო ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ

“მომავალ კვირას მე წარვადგენ სანქციებს მისი [რუსეთის] საბანკო და ენერგეტიკული სექტორების წინააღმდეგ, რათა ვაიძულო ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ. თუ ისინი არ დათანხმდებიან ცეცხლის შეწყვეტას და სამშვიდობო მოლაპარაკებებს [ტრამპის] ადმინისტრაციასთან, ჩვენ უნდა დავუწესოთ მკაცრი [სანქციები] და მე უკვე მაქვს კანონპროექტი…
მე მინდა, რომ რუსეთმა იცოდეს: ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი, ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ უნდა დასრულდეს ეს ომი, მაგრამ ისინი პასუხს აგებენ ყველაფერზე, რაც მოხდა. თუ ისინი არ მივიდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ სანქციები, როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა შემოგვთავაზა” – ამბობს რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი Fox News-სთან

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი: ჩაშვება, დაბეზღება, დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა, დემოკრატიული ძალები შეშინებულად გამოიყურებიან, აქციების ანონსიც გვეშინია – წასაშლელია პარტიული ხაზები, “ერთ პარტიად” გამოვაცხადოთ სამშობლო