მარკო რუბიო უკრაინელ კოლეგებთან შესახვედრად საუდის არაბეთს 10-12 მარტს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო უკრაინელ კოლეგებთან მოლაპარაკებებისთვის საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში 10-12 მარტს ეწვევა, – ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მარკო რუბიოს მიზანია, ხელი შეუწყოს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიზნის განხორციელებას.
ჯიდაში ვიზიტის ფარგლებში ის ასევე შეხვდება საუდის არაბეთის პრინცს, მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდს, რათა აშშ-საუდის არაბეთის ურთიერთობების გაძლიერების გზები და რეგიონში საერთო ინტერესების საკითხი განიხილოს.
ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მარკო რუბიო 12-14 მარტს კანადაში გაემგზავრება, სადაც „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას დაესწრება.
„მდივანი რუბიოს ჩართულობა გააძლიერებს აშშ-ის ინტერესებს მშვიდობასა და უსაფრთხოებაში, სტრატეგიულ თანამშრომლობასა და გლობალურ სტაბილურობაში. საუბარი შეეხება ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში არსებულ კონფლიქტებს, თანამშრომლობას აფრიკასა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში და სტაბილურობას დასავლეთ ნახევარსფეროში“, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?

ნიკა გვარამია – განათლების სისტემამ საზოგადოებასთან და აბიტურიენტებთან დაპირისპირებაში მარცხი განიცადა და აღიარა უმაღლესი განათლების მართვის კოლაფსი და ე.წ. დეფორმის სისტემური ჩამოშლა