აშშ-ს საიდუმლო სამსახურმა თეთრი სახლის სიახლოვეს შეიარაღებულ მამაკაცს ესროლა. ინფორმაციას Sky News ავრცელებს.
შემთხვევა ადგილობრივი დროით 9 მარტს, შუაღამის შემდეგ მოხდა. სააგენტოს განცხადებით, საიდუმლო სამსახურის ოფიცრებმა შეიარაღებულ პირს ცეცხლი გაუხსნეს.
სროლა თეთრი სახლიდან ფეხით 5 წუთის სავალზე მოხდა.
ადგილობრივი პოლიციამ საიდუმლო სამსახურს შეატყობინა “სუი*იდალური ინდივიდის” შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, ვაშინგტონიდან ინდიანაში მიემგზავრებოდა. ამის შემდეგ საიდუმლო სამსახურის ოფიცრებმა მამაკაცის ავტომობილი იპოვეს და ინდივიდი, რომლის გარეგნობაც ადგილობრივი პოლიციის ჩამოყალიბებულ აღწერას შეესაბამებოდა.
“როგორც კი ოფიცრები მიუახლოვდნენ, ინდივიდმა ცეცხლსასროლი იარაღი მოიმართა, რის შემდეგაც ჩვენი პერსონალის მხრიდან რამდენჯერმე გაიხსნა ცეცხლი”. – წერია საიდუმლო სამსახურის პრესსპიკერის განცხადებაში, რომელიც X-ზე ქვეყნდება.
ეჭვმიტანილი საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია.
საიდუმლო სამსახურის განცხადებით, სააგენტოს პერსონალიდან არავინ დაშავებულა, ხოლო ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.
ამასთან, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინციდენტის დროს თეთრ სახლში არ ყოფილა, ვინაიდან ის ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში იმყოფებოდა.