დღე არ გავა, გერმანიამ და საფრანგეთმა, საქართველოს მთავრობის პოლიტიკა არ გააკრიტიკონ, სამაგიეროდ, სირიაში დაწყებულ სისხლიან დაპირისპირებას არც კი იმჩნევენ

დღე არ გავა, გერმანიამ და საფრანგეთმა, საქართველოს მთავრობის პოლიტიკა არ გააკრიტიკონ, სამაგიეროდ, სირიაში დაწყებულ სისხლიან დაპირისპირებას არც კი იმჩნევენ
„რა საშინელებაც ახლა სირიაში ხდება, ასეთი ნაძირალა პოლიტიკოსების დამსახურებაა, ცალი ხელით რომ მშვიდობაზე საუბრობენ და ცალით, ტერორიზმთან თანამშრომლობენ,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი და სირიაში განვითარებულ მოვლენებზე ევროპის მხრიდან გამოჩენილ ინდიფერენტულობას ეხმიანება.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ევროპის ქვეყნების მთავრობები საქართველოში დემოკრატიას აკრიტიკებენ მაშინ, როცა თავად ტერორისტებს აგულიანებენ.
„რა სჭირს მსოფლიოს?
ამათი ელჩები ქართულ დემოკრატიას იწუნებენ. სამაგიეროდ, სირიის მთავრობას თანადგომას აღუთქვამენ.
დღე არ გავა, გერმანიამ და საფრანგეთმა, საქართველოს მთავრობის პოლიტიკა არ გააკრიტიკონ, სამაგიეროდ, სირიაში დაწყებულ სისხლიან დაპირისპირებას არც კი იმჩნევენ.
ამათი მთავრობები შეშფოთებული სახეებით გვიმტკიცებენ, საქართველოს უკუსვლას, სამაგიეროდ – ტერორისტებს აგულიანებენ.
რა საშინელებაც ახლა სირიაში ხდება, ასეთი ნაძირალა პოლიტიკოსების დამსახურებაა, ცალი ხელით რომ მშვიდობაზე საუბრობენ და ცალით, ტერორიზმთან თანამშრომლობენ.
კიდევ დარჩა კითხვები – ვინ ემსახურება ომის დისტრიბუციას მსოფლიო მასშტაბით და ვინ არიან „გოპნიკები”? – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

იყო ძალიან დიდი რისკი, რომ პირდაპირი კონფრონტაცია იქნებოდა რუსეთთან. მე თვითონაც არაერთ შეხვედრაზე ვყოფილვარ, როდესაც პირდაპირ იყო მოთხოვნები, რომ „რას ელით, ახლა არის საუკეთესო დრო, რომ შეხვიდეთ აფხაზეთში“

თქვენ თუ ტრამპის არჩევამდე ხედავდით, რომ ჩვენს ხელისუფლებას ურტყამდნენ ამერიკიდან და ევროპიდან, ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ აშშ-სთან ერთად მოკავშირე ვართ მშვიდობის პოლიტიკის დამყარების საქმეში

კრიტიკა მოემართებოდა ჩვენდამი, რომ თითქოს, დასავლეთს ვუღალატეთ, ახლა ყველაზე კარგად ჩანს, რომ ჩვენ ვართ დასავლეთი – აშშ-თან ერთად ის პოლიტიკური ისტებლიშმენტი, რომელიც სწორედ რომ დასავლურ ღირებულებებს ემსახურება