კოტლერის „თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლების“ პირველი ქართული გამოცემის მრჩეველთა საბჭოს Design Institute-ის დამგუძნებელი და კრეატიული ლიდერი ნინო ეგაძე შეუერთდა.
ნინო ეგაძეს ბრენდინგის, მარკეტინგისა და სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით მუშაობის ოცწლიანი გამოცდილება აქვს, აქედან ათ წელზე მეტია, უმაღლესი რგოლის მენეჯერია. სხვადასხვა დროს, მისი ხელმძღვანელობით, ათასამდე სოციალური პროექტი და ღონისძიება ჩატარდა 4 სხვადასხვა ქვეყანაში. ნინო ჰარვარდის ბიზნესსკოლის კურსდამთავრებულია და გავლილი აქვს სტენფორდის ბიზნესსკოლის კურსები აღმასრულებელი მენეჯერებისთვის. მის სახელს უკავშირდება ისეთი ცნობილი პროექტები, როგორებიცაა Wings for Life, „წერე ქართულად“, TBC ბანკის გაშვება უზბეკეთში, Red Bull 3Style მსოფლიო ფინალური ღონისძიება აზერბაიჯანში და სხვა.
სხვადასხვა დროს, ნინო იყო Philip Morris International-ის მარკეტინგის აღმასრულებელი მენეჯერი, Red Bull-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი კავკასიის რეგიონში და TBC ბანკის/ჯგუფის ბრენდინგის, დიზაინისა და მარკეტინგის დირექტორი.
„ნინო ეგაძის მრჩეველთა საბჭოში ყოფნა ჩვენთვის დიდი პატივია. გვჯერა, მისი ჩართულობა წიგნის პირველ ქართულ გამოცემას ბრენდინგისა და მარკეტინგის მიმართულებით საერთაშორისო დონის ცოდნითა და გამოცდილებით გაამდიდრებს,“ – აცხადებენ გამომცემლები.
[პარტნიორის კონტენტი]