ტრამპის წერილის პასუხად ხამენეიმ უარი თქვა “აგრესიულ მთავრობებთან” მოლაპარაკებებზე

ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ არ აპირებს მოლაპარაკებას „აგრესიულ მთავრობებთან“. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ წერილი გაუგზავნა ხამენეის. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ირანული სამსახური „რადიო ფარდა“ იტყობინება.
შაბათს, 8 მარტს, სიტყვით გამოსვლისას ხამენეიმ თქვა, რომ მოლაპარაკებებში „აგრესიული მთავრობების“ დაჟინებული მოთხოვნები „არ არის მიმართული პრობლემების გადაჭრისკენ“. მან ისინი დაადანაშაულა „მართვისა და თავს მოხვევის“ სურვილში.
„პრობლემა არ არის მხოლოდ ბირთვული პროგრამა“, თქვა ხამენეიმ. „მათ აქვთ მოლოდინი ირანის თავდაცვისა და სარაკეტო პროგრამებთან და ჩვენს საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებით. ისლამური რესპუბლიკა ნამდვილად არ გაამართლებს მათ [მოლოდინებს]“.
ამასთან, აიათოლამ განაცხადა, რომ ბირთვული პროგრამის საკითხი სავარაუდოდ განიხილება „სადმე“. მას დეტალებზე არ უსაუბრია და თქვა, რომ ამ საკითხს აღარ განიხილავს, იუწყება „ფარდა“ ხელისუფლების წარმომადგენლების წინაშე ირანის ლიდერის გამოსვლის თაობაზე.
პარასკევს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან ხამენეის მისწერა წერილი, რომელშიც თეირანს მოუწოდა, შეწყვიტოს ბირთვული პროგრამა. „ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ კიდევ ერთმა ქვეყანამ შეიძინოს ბირთვული იარაღი“, თქვა ტრამპმა, „მე დავწერე, რომ მოლაპარაკებების იმედი მაქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს მივმართოთ სამხედრო ძალას და ეს საშინელება იქნება.
მარტის დამდეგს Bloomberg-ი იუწყებოდა, რომ შუამავლის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის შუამავლად შესაძლოა ს ხელისუფლება გამოსულიყო. გამოცემა ირწმუნებოდა, რომ ტრამპმა ამის შესახებ პუტინს სთხოვა თებერვლის შუა რიცხვებში გამართული სატელეფონო საუბრისას. მეორე ვადით არჩევის შემდეგ ტრამპმა გამოაცხადა მზადყოფნა, ირანთან მიაღწიოს შეთანხმებას და მის პირობად დაასახელა თეირანის ვალდებულება, არ შეიძინოს ბირთვული იარაღი.
„მე მსურს დიდი გარიგების მიღწევა, გარიგებისა, რომლითაც შეგიძლიათ გააგრძელოთ ცხოვრება და თქვენთან ყველაფერი კარგად იქნება,“ მიმართა ტრამპმა ირანელებს. „ყველაფერი შესანიშნავად იქნება. ირანში შესანიშნავი ადამიანები ცხოვრობენ. შრომისმოყვარე, ლამაზი, უბრალოდ მშვენიერი ადამიანები“.