ხვიჩა, რომელიც განსხვავებას ქმნის – პსჟ-მა “რენს” დამაჯერებლად მოუგო

ლიგა 1-ის 25-ე ტურში პსჟ-მა გასვლაზე„რენი“ 4:1 დაამარცხა.
„პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ლივერპულთან“ უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ შვიდი წამყვანი ფეხბურთელი და მათ შორის არ დააყენა ძირითად შემადგენლობაში და 64-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 1:2 იყო. ქართველი აქტიურად ჩაერთო თამი, დაცვასაც კარგად ეხმარებოდა, ორჯერ სცადა გატანა, მაგრამ მიზანს ვერ უწია, შემდეგ მეტოქეს ბურთი აართვა, დრიბლინგით საჯარიმოში შეიჭრა, დემბელეს პასი გაუკეთა და უსმანმა ვერ მოახერხა მოწინააღმდეგის ცარიელი კარის დალაშქვრა. ცოტა ხანში კი ხვიჩას წამოწყებული კომბინაცია დემბელემ დააგვირგვინა. კომპენსირებულ
დროში უსმანმა კიდევ ერთხელ დაამწუხრა სამბა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
პსჟ 65 ქულით ლიდერია და მომდევნო მატჩს 12 მარტს ჩაატარებს – ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ შეხვედრაში „ენფილდზე“ „ლივერპულს“ დაუპირისპირდება.
რენი – პსჟ 1:4
გოლები: 0:1 ბარკოლა (27), 0:2 რამუში (50), 1:2 ბრასე (53), 1:3 დემბელე (90+1), 1:4 დემბელე (90+4)