„ქალები რეჟიმის წინააღმდეგ” – ამ ლოზუნგით, გამოცემა „ბათუმელების“ ოფისთან, ქალები საპროტესტო აქციას მართავენ

„ქალები რეჟიმის წინააღმდეგ” – ამ ლოზუნგით, გამოცემა “ბათუმელების” ოფისთან, ქალები საპროტესტო აქციას მართავენ.
მათი განცხადებით, ქალები ევროპული მომავლისთვის წინა ხაზზე იბრძვიან.
აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს, გამოცემა “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს.
„ავტორიტარულ რეჟიმში გვიწევს ცხოვრება. საქართველო დღეს ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა, ქვეყანაში სამართლიანობა ფეხქვეშ არის გათელილი, სოლიდარობას ვუცხადებთ მზია ამაღლობელს, რომელიც ქალი პატიმარია, ის ღირსების პატიმარია, რომელიც უკანონოდ დააკავეს”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”