პიტერ სიიარტო – პოლონეთის მთავრობა, ბრიუსელთან ერთად, დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევისთვის ხელის შეშლას ცდილობს

პოლონეთის მთავრობა, ბრიუსელთან ერთად, დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევისთვის ხელის შეშლას ცდილობს, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში წერს.
„პოლონეთის მთავრობის ლიდერები, პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი, მაშინ როდესაც პოლონეთში კანონის უზენაესობას არღვევენ, ლექციებს გვიკითხავენ იმის შესახებ, თუ რა არის ევროპის ინტერესებში. ისინი თვლიან, რომ ეს ომის გაგრძელებაა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს მშვიდობაა. ისინი ფიქრობენ, რომ ეს სიკვდილი და ნგრევაა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მშვიდობის დამყარებაა“, – წერს სიიარტო.
მისი თქმით, „ახლა მშვიდობის მიღწევის რეალური შანსი არსებობს: დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევა შეიძლება წარმატებული იყოს“.
„სამწუხაროა, რომ პოლონეთის მთავრობა, დანარჩენ ბრიუსელთან ერთად, სამშვიდობო მოლაპარაკებების დაბლოკვას ცდილობს“, – აღნიშნავს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?

ნიკა გვარამია – განათლების სისტემამ საზოგადოებასთან და აბიტურიენტებთან დაპირისპირებაში მარცხი განიცადა და აღიარა უმაღლესი განათლების მართვის კოლაფსი და ე.წ. დეფორმის სისტემური ჩამოშლა