ტრამპი კანადას ახალ ტარიფებს დაუწესებს

დონალდ ტრამპი კანადას ახალ ტარიფებს დაუწესებს. განცხადება შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტმა, თეთრ სახლში მედიასთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
ტრამპის თქმით, წლების განმავლობაში ამერიკას კანადა უსამართლო ტარიფებს უწესებდა, მათ შორის საუბარია ხე-ტყისა და რძის პროდუქტებისთვის დაწესებულ გადასახადებზე. ტრამპის განცხადებით ის შეაჩერებს ამერიკის შეერთებული შტატების ძარცვას სხვა ქვეყნების მხრიდან, რაც წლების განმავლობაში გრძელდებოდა.
“კანადა წლების განმავლობაში გვძარცვავდა ტარიფებით ხე-ტყეზე და რძის პროდუქტებზე – 250%-ით. არავინ საუბრობს ამ 250%-იან ტარიფზე, რომელიც ჩვენს ფერმერებს აზარალებს. ეს აღარ გაგრძელდება. ჩვენ ვაპირებთ – მათ იგივე ტარიფით შევხვდებით, თუ არ შეამცირებენ მას.
შეიძლება ეს დღესვე გავაკეთოთ, ან ორშაბათსა თუ სამშაბათამდე დაველოდოთ. მაგრამ ეს არის ჩვენი გეგმა. ეს არასოდეს ყოფილა სამართლიანი. კანადა ჩვენს ფერმერებს ცუდად მოექცა. ჩვენი ქვეყანა ყველასგან იყო გაძარცვული. ახლა ეს შეწყდება.
ჩვენი ქვეყანა — ეკონომიკური, ფინანსური და სავაჭრო თვალსაზრისით — თითქმის ყველა ქვეყნისგან იყო გაძარცვული: კანადა, მექსიკა, და ასე უსასრულოდ გრძელდება სია. ინდოეთი გვიწესებს უზარმაზარ ტარიფებს, უზარმაზარს. იქ თითქმის ვერაფერს ვყიდით. ეს არის შეზღუდვა. ეძებენ ერთ-ერთ უდიდეს ჩიპების ქარხანას მსოფლიოში, ძირითადად არიზონაში,”- აცხადებს ტრამპი.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?

ნიკა გვარამია – განათლების სისტემამ საზოგადოებასთან და აბიტურიენტებთან დაპირისპირებაში მარცხი განიცადა და აღიარა უმაღლესი განათლების მართვის კოლაფსი და ე.წ. დეფორმის სისტემური ჩამოშლა