უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით სამი რაკეტა და 145 დრონი გაუშვეს

რუსებმა უკრაინის მიმართულებით სამი რაკეტა და 145 დრონი გაუშვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით ისკანდერ-მ/კნ-23 ტიპის 2 ბალისტიკური რაკეტა, ისკანდერ-კ ტიპის ერთი ფრთოსანი რაკეტა და 145 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 79 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 54 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.
„მტრის თავდასხმის შედეგად დონეცკის, პოლტავის, ხარკოვის, სუმისა და ოდესის ოლქები დაზარალდა“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, ს, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, დონეცკის, ნიკოლაევისა და ოდესის ოლქებში გაანადგურეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ ხარკოვის ოლქში მდებარე საწარმოზე განხორციელებული დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მყოფი მოქალაქეების ნაწილს პოლიცია აჩერებს და ჩხრეკს, რასაც სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა

ნუკა არველაძე: ბატონო ბიძინა ან გაგვაგებინეთ რა ფულს ეძებენ და რა საქმეებია აღძრული – იმათზე ვინც თქვენი უახლესი გარემოცვა და ერთგულ ხალხია ან დაამთავრებინეთ ეს კრიმინალური პიარტაშფანდური!!!!!!