დონალდ ტრამპი – ილონ მასკსა და მარკო რუბიოს შორის დაპირისპირება არ ყოფილა

ილონ მასკსა და მარკო რუბიოს შორის დაპირისპირება არ ყოფილა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა, მე იქ ვიყავი. ილონი მარკოს მშვენივრად უგებს და ორივე შესანიშნავად მუშაობს. მათ შორის არანაირი დაპირისპირება არ არის“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ცნობისთვის, მანამდე The New York Times-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ხუთშაბათს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კაბინეტის შეხვედრაზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და ტრანსპორტის მდივანი, შონ დაფი ილონ მაკს სამთავრობო ხარჯების შემცირების მიზნით ფედერალური სამსახურებიდან თანამშრომლების გათავისუფლების საკითხის შესახებ დაუპირისპირდნენ. როგორც გამოცემა წერს, დაპირისპირების შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი ილონ მასკის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს (DOGE) კვლავ მხარს უჭერს, თუმცა თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას ამიერიდან თავად დეპარტამენტების ხელმძღვანელები მიიღებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?

ნიკა გვარამია – განათლების სისტემამ საზოგადოებასთან და აბიტურიენტებთან დაპირისპირებაში მარცხი განიცადა და აღიარა უმაღლესი განათლების მართვის კოლაფსი და ე.წ. დეფორმის სისტემური ჩამოშლა