Reuters – არგენტინის ქალაქ ბაია ბლანკაში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა

არგენტინის ქალაქ ბაია ბლანკაში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„დახმარების უზრუნველსაყოფად ყველა რესურსი მობილიზებულია, მათ შორის, მუნიციპალური გუნდები, პროვინციის ხელისუფლება, საზღვაო ფლოტი და არგენტინის არმია“, – წერს ქალაქის ხელისუფლება X-ზე.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ძლიერმა წვიმამ ბუენოს-აირესის პროვინციაში მდებარე ქალაქ ბაია ბლანკაში ხიდები და გზები გაანადგურა, რის გამოც ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.
არგენტინის ეკონომიკის მინისტრმა, ლიუს კაპუტომ განაცხადა, რომ მთავრობამ ბაია ბლანკას დასახმარებლად 10 მილიარდი პესო გამოყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ლაპიაშვილი: ქართველების გადახდილი გადასახადებით, ანუ საბუჯეტო სახსრებით კონკრეტულად რას უპირებენ საქართველოს მომავალ თაობებს, უნდა დეტალურად თქვან. სხვა შემთხვევაში, ეჭვები “კეთილ სურვილებთან” უფრო გაღრმავდება

“გამოდის რომ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენა უნდა გვაზეიმონ. შაჰ აბასმა ლაშქრობების დროს ნახევარი საქართველო ააოხრა და კახეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ძალადობრივად გადაასახლა ირანში”