მედია – დრონებით თავდასხმის შედეგად ლენინგრადის ოლქში მდებარე „კინეფის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ერთ-ერთი ავზი დაზიანდა

დრონებით თავდასხმის შედეგად ლენინგრადის ოლქში მდებარე „კინეფის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ერთ-ერთი ავზი დაზიანდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ლენინგრადის ოლქის გუბერნატორზე, ალექსანდრე დროზდენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„საჰაერო თავდაცვის ძალებმა კირიშის რაიონში „კინეფზე“ დრონებით თავდასხმა მოიგერიეს. დრონის ნამსხვრევებმა ერთ-ერთი ავზის გარე სტრუქტურა დააზიანა“, – წერს დროზდენკო „ტელეგრამის“ არხზე.
ლენინგრადის ოლქის გუბერნატორის ცნობით, დაშავებულები არ არიან.
ცნობისთვის, მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ლენინგრადის ოლქის თავზე ერთი დრონი ჩამოაგდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ლაპიაშვილი: ქართველების გადახდილი გადასახადებით, ანუ საბუჯეტო სახსრებით კონკრეტულად რას უპირებენ საქართველოს მომავალ თაობებს, უნდა დეტალურად თქვან. სხვა შემთხვევაში, ეჭვები “კეთილ სურვილებთან” უფრო გაღრმავდება

“გამოდის რომ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენა უნდა გვაზეიმონ. შაჰ აბასმა ლაშქრობების დროს ნახევარი საქართველო ააოხრა და კახეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ძალადობრივად გადაასახლა ირანში”