პოლიციამ ირაკლი კუპრაძე და კიდევ სამი პირი დააკავა

პოლიციამ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე და კიდევ სამი წევრი: ოთარ ფარულავა, ბექა ბერიძიშვილი და ჯუბა ლოლაძე დააკავა.ისინი ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა არჩილ ჭავჭანიძემ განუცხადა, მისთვის ამ ეტაპზე დაკავების მიზეზები უცნობია. მისივე თქმით, ყოველგვარი განმარტების გარეშე მოხდა მათი დაკავება. როგორც ადვოკატი აცხადებს, მისთვის ამ ეტაპზე უცნობია სად გადაიყვანეს დაკავებულები.

ასევე დაგაინტერესებთ

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი აქციაზე დაკავებულებს – თუ კიდევ გამოქვეყნდება პროცესის ამსახველი რაიმე ფოტო სოციალურ ქსელში, კანონით გათვალისწინებულ ზომებს მივმართავ და შეიძლება სხდომაც დავხურო

მზია ამაღლობელმა შესაძლოა, დღეს სასამართლოს ჩვენება მისცეს – „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის პროცესს ევროკავშირის ოფისის, დანიის, შვედეთის, ესტონეთის და საფრანგეთის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებიან